ინტერვიუ ნაწარმოების პერსონაჟთან
ტექსტის მრავალმხრივი და ღირებულებითი კონცეფციის გასააზრებლად ბავშვებმა მოამზადეს კითხვები ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირებთან: ბეჟანის ძმასთან და პეტრესთან.
კითხვების თანმიმდევრობისა და ორგანიზებისათვის დადგინდა პერსონაჟების შესახებ მიღებული ინფორმაციის წყაროები და კონტექსტი.

ავტორის ცნობები ბეჟანის ძმის შესახებ:
ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“ ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი.
ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული. მეორე, უმცროსი, — უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა: ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო. ამისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავისთავს ძალას ატანსო, შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, — შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ დადგებოდა, — ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა ნიშან-წყალი ჰქონდა.
უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა. ეტყობოდა, რომ გულის მოძრაობას მოერია.
— ჩვენ თუქურმიშის შკოლაში ვიყავით, ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები...
— ბეჟან! — დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. ეტყობოდა, რომ უმცროსს რაღაც სიტყვა თავისის ძმისა არ მოეწონა და გაწყრა. ბეჟანმა, თუმცა პირველში სიტყვა გაწყვიტა, მაგრამ მალე მოუტრიალდა გაწყვეტილ ამბავს და ძმას ყური აღარ ათხოვა.
— მამა-ჩვენმა ქალაქიდამ ერთი თუმანი გამოგვიგზავნა, — როცა დაგითხოვონო, ერთი რუსის პოვოსკა დაიჭირეთ და წამოდითო. ჩვენც, — აი, ამოაგდო ღმერთმა ავი-კაცის ქოქი, — ერთს რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ. წამოგვიყვანა, გზაზედ დუქანში დაგვეთრო, გადმოგვყარა პოვოსკიდამ, თითონ შინ დაბრუნდა და ჩვენ ასე გამოგვისტუმრა. ჩვენი ბარგი და რვა მანეთი ფული თან გაიყოლა იმ სულ-ძაღლმა.
უმცროსი მთლად აირია. მიტრიალდა, ზურგი მეურმეებს და თავის ძმას შეაქცია, დაიწყო უაზროდ ყურება და მერე დაჟინებით დააცქერდა ჩამავალს მზესა.
— ერთი ასეთი ბუზმენტიანი ჩოხა გაიყოლია თან ჩემი, რომ ხუთ თუმნადა ღირდა, — დაიწყო ისევ უფროსმა, — ჩოხას ჯანი გავარდეს, ის ძველი და სხვა ახალი: მამა-ჩვენი შემძლებელი კაცია...
უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად.
— ბეჟან, გეყოფა, კარგი!.. — უთხრა უმცროსმა, თითქო წყრომითაც და ვედრებითაც.
ბეჟანმა მაინც კიდევ ყური არ ათხოვა და მოჰყვა ისევ თავისებურად:
— ორი დღის უჭმელები ვართ. ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახდაქცეულმა. აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაში?
უმცროსს წარბი გაეხსნა, მოღრუბლულს სახეზედ რაღაც სიამოვნების ფერმა გადაჰკრა. ერთობ მისის სახის მეტყველებამ განცვიფრებული სიხარული გამოსთქვა, თითქო ადამიანის გულკეთილობას პირველად შეხვდაო და უკვირსო.
ფარაჯაში გახვეული იყო ოცისა თუ ოც-და-ერთის წლის ყმაწვილი ბიჭი. წვერ-ულვაში ახლად გამოშვებული ჰქონდა და ლეკურად დაყენებული. სახეზედ ზაფრანის ფერი ედო.

ცნობები ბეჟანის ძმის წერილიდან:
„მამა-ჩვენი ერთი ღარიბი აზნაურიშვილი იყო. როცა მოკვდა, ჩვენ ორი ძმანი პატარები დავრჩით. დედა მალე გაგვითხოვდა, შეირთო ერთი ვიღაც აზნაურიშვილი, ქალაქში მსახურობდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, — ცოტა, მაგრამ იმოდენა, რომ ტკბილის ლუკმის ილაჯი გვექნებოდა — სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. მინამ პატარები ვიყავით, ჩვენ სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ. ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბევრს უცხოს, მართალია, ვეცოდებოდით, საწყალი ობლები, მაგრამ შველა კი არსად იყო. ბოლოს, რომ ცოტა წამოვიზარდენით, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ, ვაიდამ ვუიში ჩაგვაგდო. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვითმინეთ და ვეღარ ავიტანეთ. დავკარით ფეხი და გამოვიქეცით. შევიარეთ ჩვენს სოფელში, ჩვენის ძველის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარები ვიყავით, ყველა ხედავდა — რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება.
...გახსოვს, ამ ოთხი წლის წინად ლოჭინის ხევის პირს რომ ურმები გამოშვებული გქონდათ? გახსოვს, ორი ყმაწვილი რომ მოგადგათ? ისინი ჩვენ ვიყავით, ორის დღის უჭმელები. საწყალმა ჩემმა ძმამ, ბეჟანს რომ ვეძახოდი, ბევრი ტყუილი ილაპარაკა მაშინ... მე მწყინდა ეგ, მე მაგას ვთაკილობდი, მაგრამ ვერა გავაწყე-რა. ჩემი საცოდავი ძმა უჯათი იყო, თვითრჯული, და ვაი რომ ამასთანავე გულნამცეცაც იყო. ღმერთმა მიპატიოს ის ერთად-ერთი სული, ის ერთად-ერთი ჩემი სისხლი და ხორცი, ის ერთად-ერთი ძმა-კაცი, ის ერთად-ერთი ადამიანი ჩემი კეთილის-მყოფელი, ჩემთვის თავდადებული, ჩემი მოსიყვარულე და ერთგული. დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ კატასავით დამირჩეს!.. განა ამას შევარჩენ ქვეყანასა, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზედ ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა!
„შენ მაშინ გულის-ტკივილით დაგვიურვე. შენმა გულკეთილობამ კინაღამ მადლის შუქი არ ჩააწვდინა ჩემს ბნელს გულამდე, კინაღამ შენმა გულკეთილობამ არ მომინადირა. მთელი ღამე არა მძინებია, გამიკრთა მაშინ ძილი. თუმცა ძალიან დაღალული ვიყავ. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალხზედ შემიდგა. მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე. გაწყდეს, საცა წვრილია-მეთქი!.. ეგეც ჩემი მძარცველია, ეგ რომ კაცი ყოფილიყო, მე არ გამაძარცვინებდა-მეთქი.
„გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის. ორივეს დიდი შარა-გზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა, რომ არავინ არ გაგვეძარცვოს. ჩვენი დანაკარგი, ვინც შეგვხვდა, ვაზღვევინეთ. ამით ვირჩენდით თავსა, ამითვე ვიფხანდით ისარნაკრავს, გამწარებულს და გაბოროტებულს გულსა. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა...
„ამ ორის წლის წინად ისე მოხდა, თითქო თითონ ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლშიო. დედა-ჩვენი მაშინ შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი, მამინაცვალი შემოგვაკვდა, გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. ბოლო ხომ იცი: დღეს ჩემის თვალით ვნახე, რომ ჩემი ერთად-ერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომირჩეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით, მე კი ვუყურებდი და ვიწოდი... არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული. მშვიდობით!.. თუ როდისმე ჩემი ნახვა მოიწადინო, მოდი და მეც ჩემ ძმასავით სარჩობელაზედ მნახე. ჩემი ბოლო ეგ არის.
„შენ სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი. ისიც გაქრება, ვიცი. განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“

ავტორი პეტრე შესახებ:
პეტრეს ავტორი რამოდენიმე სიტყვით გვიხასიათებს შემდეგნაირად: „დროული მეურმე“, „დროული კაცი“, „მობერებული“. პეტრეს შესახებ მისი ქცევისა და ფიქრების მიხედვით შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა.
— აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაში?
— ვაი ჩემს გამჩენს! — უპასუხა ერთმა დროულმა მეურმემ. — უცხო ქვეყანაში რად იქნებით!.. ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა. პურსაც გაჭმევთ, ღვინოსაც დაგალევინებთ და კაი ქეიფსაც გაგაწევინებთ. ვაი ავ-კაცს, რომ თქვენი ცოდვა აუღია, თორემ თქვენ რა გიჭირთ? ასე ჩაგიყვანთ ქალაქშია, რომ ქარიც არ მოგადინოთ.
იმ დროულმა კაცმა გახსნა ხურჯინი, ერთი შოთი ერთს მისცა, მეორე — მეორესა და ერთი ჩარექა ღვინოც ჩამოუსხა პატარა ტიკჭორიდამ.
— ვაი შენს პეტრეს! — დაიწყო იმავ დროულმა. ჩვენ დალოცვილს ქვეყანაში შიმშილით ლეკიც არ მომკვდარა, თქვენ რად შეგშინებიათ? შეექეცით, შვილო!

პეტრემ დაისო ორნივე თავის ურემზედ;
პეტრემ შესწო მწვადი თავის პატარა სტუმრებისათვის და როგორც შეეძლო გაუმასპინძლდა.
პეტრემ შესწო მწვადი თავის პატარა სტუმრებისათვის და როგორც შეეძლო გაუმასპინძლდა.
პეტრემ ყმაწვილებს ქვეშ გაუშალა თავისი ნაბადი და უთხრა:
— თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ.
ყმაწვილები დაწვნენ, პეტრეც შორი-ახლო მიეგდო და მკვდარსავით დაეძინა.
— თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ.
ყმაწვილები დაწვნენ, პეტრეც შორი-ახლო მიეგდო და მკვდარსავით დაეძინა.
პეტრე საკუთარ თავზედ:
— აკი იმ ძუძუმწოვრებმა არ გამქურდეს ეს დროული კაცი! — სთქვა ღიმილით და თაკილითაც პეტრემ. — ჩემზედ ახია: ისე როგორ დავიძინე, რომ ვერც კი გავიგე. აი დალახვრა ღმერთმა სიბერე! არა, შვილო, ეხლა ჩემი შვილდი უნდა ძირს დავდო. ტყუილად კი არ მეუბნებოდა ჩემი უფროსი შვილი: მამი, — დაჰბერდი, შორს გზაზედ მეურმეობაში ვეღარ გამოდგებიო. აკი ვეღარ გამოვდეგ, მე კი მეგონა აღზევანსაც წავალ-მეთქი კიდევ მარილზედ. ჰაი ტა, ტა, ტა... დავბერდი, დავჩაჩანაკდი... სირცხვილით შინ როგორღა მივიდე. მეურმე კაცი, ქალაქს მიმავალი ღვინის ურმით, გამქურდეს! მერე ვინა? ძუძუთა ბავშვებმა!.. ჯიბე მომჭრეს, ჯიბე. ვაი შენ, ჩემო თავო!
— ბევრი წაიღეს? — ჰკითხა ვიღაცამ.
— სამი და ათი შაური, — მიუგო პეტრემ. — აქ შვილო, სავალალო ეგ კი არ არი, მაგას ვინა სჩივის. ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, როგორ! უსუსურმა ბავშვმა გამქურდა. ვისაც ვეტყვი, დამცინებს, ჯალაბსაც კი სიცილად არ ვეყოფი, მეზობლები ჯავრით გამხეთქენ, ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს!..

გავიდა ოთხი წელიწადი. პეტრე, უწინდელზედ უფრო მიბერებული, ქალაქს მოდიოდა. მას აქეთ, რაც ის ხიფათი შეემთხვა, ხელი აიღო მეურმეობაზედ — ვხედავ, აღარ ვარგივარო, ეუბნებოდა ხოლმე თავის შვილს გულის ტკენითა.
გაიგო, რომ ზარბაზანი გავარდება თუ არა, მახათაზედ ერთს კაცს ჩამოარჩობენო. პეტრეს თავის დღეში არ ენახა ეს ამბავი. გულმა ძალიან გაუწივა იქით.
„ბევრი ვაი-ვაგლახი მინახავს ჩემს სიცოცხლეშიო, — სთქვა გულში, — მოდი, ერთი ესეცა ვნახოო“.
„ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულანო, ამ დედაკაცებს რაღა ღმერთი გასწყრომიათო, ეგრე თავი მოუყრიათ! რა მაგათი საქმეაო“.
ბოლოს ამაზედ დადგა, რომ სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება ჯამბაზისაო.
„არც ეგ არის ურიგოო, — სთქვა გულში პეტრემ, — ეგ უფრო კარგიც იქნება, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა აბა რა სანახავიაო? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია. კიდეც იმიტომ ამოდენა მანდილოსანს თავი აქ მოუყრია. დედაკაცის თვალი მსუნაგია თვალთმაქცობაზედ... ახლა იმ სომეხმა რომ მომატყუა, კაცს არჩობენო, რა გაიტანა? აქაო და სოფლელია, მალე მოტყუვდებაო. ვთქვათ, რომ მოვტყუვდი, მითამ რაო? თამაშას ხომ ვნახავ... ღვთის წინაშე კი, იქავ რომ მცოდნოდა თვალთმაქცობას ითამაშებდნენ, იქნება არც წამოვსულიყავ, აი! ჰაი, ჰაი, კაცის გული მალია, მალი ცოდვის საქმეზედ. კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით კი გამომიწია და!.. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებს“.
— ვუი, ვუი შენს დედას!..

პეტრეს გაუკვირდა ეს ძახილი.
— აი, დედაკაცები არ არიან, თმაგრძელი და ჭკუამოკლე! — სთქვა თავისთავად პეტრემ, — რა მალე მოტყუვდნენ. ხომ თითონაც სუყველანი თვალთმაქცები და კუდიანები არიან, მაგრამ აჰა... ეგენიც კი ტყუვდებიან. მაგრამ იქნება ამათ ჩემი გაბრიყვება უნდათ, სოფლელიაო. ჰა, პეტრევ!.. თავს გაუფრთხილდი, არ გაბრიყვდე!.. არ შერცხვე ეს დროული კაცი; ამოდენა ჯარ-ჯამაათის სასაცილოდ არ გაიხადო თავი. დასწყევლოს ღმერთმა ეს ქალაქელები, კაცი თუ ქალი, რა მალე შეგვატყობენ ხოლმე სოფლელ კაცს, თითქო შუბლზედ გვეწეროს.
ამასობაში ის ფარაჯაში გახვეული ბიჭი მიიყვანეს და სარჩობელას ქვეშ დააყენეს. ცალმხრივ მღვდელი მოუდგა, მეორე მხრივ ვიღაცა ჩინოვნიკი. წითელპერანგა ჯალათი უკან ედგა.
— ე მღვდელი რაღას გაუგიჟებია, — ეუბნებოდა თავისთავს პეტრე, — ტერტერა იქნება, თორემ მართალი მღვდელი ამას რად იკადრებდა. ის წითელპერანგა ვინ უნდა იყოს? იქნება თავი-და-თავი ჯამბაზი ეს იყოს.
უბედური სარჩობელაზედ ჩამოეკიდა, ქანაობა დაიწყო და ფორთხალი. დიდხანს იქნია საწყალმა ფეხები.
— დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ, — ამბობდა თავისთავად პეტრე.
ბიჭოს, ეს იყო! — სთქვა თავისთავად, — ვერაფერი თამაშა იყო. იქნება თვალთმაქცობა იმაში იყო, რომ შეცვალეს, კაცის მაგიერ ტომარა ჩამოჰკიდეს, ფეხებს რომ იქნევდა?.. მართულებს ვერ გაუკეთებდნენ თუ!.. მართულებით თუნდ ლეკურსაც ათამაშებენ. მაინც ვერაფერი ამბავია, ტყუილად მოვცდი. აი, აქ კი მოვტუვდი. აბა ვგდებულიყავ ჩემთვის ბაკში, ერთი ლაზათიანად გამომეძინა, ის არა სჯობდა? მე ვთქვათ ჰო, ეს ამოდენა ხალხი რაზედ გაბრიყვდა? ბიჭო და, იქნება მართლა ჩამოარჩეს!.. ნეტავი მეკითხნა. ეჰ, დამცინებდნენ... ჰა, ვინ იცის? ე ხალხი რომ ასე ქეიფის გუნებაზეა, მიდის და მიყაყანებს მხიარულად! ეს რომ მართლა დარჩობა ყოფილიყო, ქვები ხომ არ არიან, ოჯახდაქცეულები ერთ ცვარ ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ. რაც უნდა იყოს ღვთის-კერძო ადამიანია, კატა ხომ არ არი. მაგრამ ე დედაკაცობას რომ სულ ერთიანად თავი აქ მოეყარა!..
— „დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩვეს, ჩემი ძმა იყო...”
— რაო? — გააწყვეტინა კითხვა ზარდაცემულმა პეტრემ და ელდისაგან გაფითრდა. — ჩამოარჩესო!.. მაშ მართალი იყო ის ამბავი!.. მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა მერე!.. წაიკითხე, წაიკითხე. ნეტა არ მენახა.
— მე რა შუაში ვარო! — დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ. პეტრე მთლად ცახცახებდა.
მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს...

T წარმოიდგინეთ, რომ როგორც ჟურნალისტებს საშუალება მოგეცათ შეხვედროდით ბეჟანის ძმასა და პეტრეს. მოიფიქრეთ 5-5 კითხვა და დაუსვით რესპონდენტს (ეს შეიძლება იყოს მშობელი, ოჯახის უფროსი წევრი, მეზობელი, უფროსი მეგობარი). კითხვებს ერთობლივად უპასუხეთ. ინტერვიუს დასასრულს 5 წუთის განმავლობაში დაწერეთ თემა: „სიკვდილით დასჯა და სიცოცხლის ხელყოფა“.
# | ბეჟანის ძმა | |
კითხვები | პასუხები | |
1. | როგორ ფიქრობთ რა გახდა მიზეზი თქვენი დამნაშავეებად გახდომისა? | „მამა-ჩვენი აზნაურიშვილი იყო. მოკვდა, ჩვენ, ორი ძმანი ობლებად დავრჩით. დედა გაგვითხოვდა. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა, მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზედ დაგვსვა. პატარები სოფლად ვეყარენით უპატრონოდ და ისინი კი ქალაქში იყვნენ. როცა მოვიდოდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა. შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი ვეხეტებოდით სოფლის ორღობეებში უპატრონოდ. ბიჭი იყო შინა-მოსამსახურე, ჩვენა გვცემდა, მამინაცვალი იყო, ჩვენა გვცემდა, ყველანი შინაურები, ვისაც კი შეეძლო, გვიტყაპუნებდნენ თავში. ბოლოს, მამინაცვალმა მოგვიშორა თავიდამ, მიგვაბარა სალდათის შკოლაში თუქურმიშაზედ. აგვიყროლეს სული რუსულის ლანძღვითა და თრევითა, ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვეღარ ავიტანეთ. გამოვიქეცით. ჩვენის სახლიდამ ბიჭებმა გამოგვყარეს, ერთის ღამის ბინაც არ მოგვცეს. დავრჩით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. გამოვწიეთ ქალაქისაკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას“. ამ მიზეზით დავიწყეთ ძარცვა და გვინდოდა ყველა ჩვენზე მეტად გამწარებულიყო. |
2. | რა იქნებოდა მამა რომ ცოცხალი გყოლოდათ? | მამაჩვენი რომ ცოცხალი ყოფილიყო მშობლების მზრუნველობა და სიყვარული გაგვზრდიდა. მამა მხარში ამოგვიყენებდა და გვასწავლიდა ამ წუთისოფელში გაძლებას, გადარჩენას. სალდათის შკოლაში არ მიგვაბარებდა. შეგვიყვანდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში და ყოველნაირად დაგვეხმარებოდა პეტერბურგში სწავლის გაგრძელებაზე. მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო ჩვენი ოჯახი ყველაზე შეძლებული და ბედნიერი იქნებოდა. |
3. | რაში ადანაშაულებთ საზოგადოებას? | საზოგადოება. ამას ადამინებზედ იტყვიან, მაგრამ განა ადამიანურად მოგვექცნენ უპატრონო ობლებს ისინი? არავინ და არაფერი არ იყო ისეთი, რომ გამოგვსარჩლებოდა. ჩვენს ირგვლივ საზოგადოებამ არა თუ ჩვენს დასაცავად ხმა არ ამოიღო, არამედ ყოველნაირად ეცადა ჩვენს განადგურებას. საზოგადოება გულქვა აღმოჩნდა და არაადამიანებს ჩვენი დაჩაგვრის საშუალება მისცა. მარტო ჩვენ ხომ არა ვართ ამ დღეში. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რამდენი უსამართლობა და ბოროტებაა. გგონიათ ეს თქვენ არ შეგეხებათ? მწარედ სცდებით! თქვენი სილაჩრით, გულგრილობით, ბედოვლათობით, გულარხეინობით სწორედ თქვენა ხართ დამნაშავე ამდენი გასაცოდავებული ადამიანის უბედურებაში, რისთვსაც მწარედ ზღავთ აქაც და იქაც! |
4. | პეტრეს მოტყუება და გაძარცვა, ყველივე იმის შემდეგ რაც მან თქვენთვის გააკეთა, აუცილებელი იყო? | მთელ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მეტად პეტრესთან ვგრძნობდი თავს დამნაშავედ. მაშინ, როცა ბეჟანი პეტრეს ძარცვავდა ჩემს გულში აღთქმა დავდე, რომ თანხას, რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო ვალად ავიღებდი პეტრესგან და პირველივე შემთხვევისას ორმაგად გადვუხდიდი. მხოლოდ ერთს ვნატრობდი ცოცხალი დარჩენილიყო ეს დროული კაცი მანამდე სანამ ვალის გადახდეას შევძლებდი. აკი ამიხდა კიდეც ოცნება მე უბედურს. პეტრე მართალი კაცი იყო და მისი გაძარცვა ჩვენი მხრიდან დიდი უსამართლობა, მაგრამ აკი ვამბობ, ნაძარცვი ვალად დავიდე მეთქი. |
5. | რა აზრი ქონდა პეტრესადმი მიწერილ წერილს? | პეტრეს უნდა სცოდნოდა სიმართლე. ის სუფთა, უბოროტო კაცი იყო, მშრომელი და გულისხმიერი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაზე მარტო პეტრეღა დარჩენილიყო კაცად, მაგრამ ვაი რომ პეტრეს ამ ქვეყნის მუხანათობისა ბევრი არა გაეგებოდა რა. გული სინათლით ქონდა სავსე და ბოროტებას ვერსად ვერ ამჩნევდა. მისი გული ღმერთს ცხოვრების სიამტკბილობაზე ესაუბრებოდა და უამრავი გულების წუხილს ვერ ამჩნევდა. სამწუხაროდ ღმერთი მხოლოდ პეტრეს უსმენდა და გაბოროტებულ გულებს ახლოსაც არ ეკარებოდა. პეტრესთვის წერილის მიწერა, მისი თვალის ახელა დიდი დარტყმა იქნებოდა მისთვის. შეიძლება ამ ამბავს ნერვულობით გადაჰყვა კიდეც, მაგრამ მისი სული, სიმართლის მახვილად გადაქცეული, უფრო მეტ დახმარებას გაუწევს ჩაგრულებს ვიდრე აქამდე უწევდა. |
6. | გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ საკუთარი ძმის ჩამოხრჩობაში? | დიახ. მე, როგორც თანამზრახველი და თანამოსაქმე ჩემი ძმისა სწორედაც რომ დამნაშავე ვარ ჩემი ძმის ჩამოხრჩობაში. |
7. | საკუთარ თავს თუ ადანაშაულებთ რამეში? | ისეთ გზას ვადგავარ, რომ საკუთარი თავის დადანაშაულება ვერაფერში გამოგვადგება. დამნაშავე ვარ თუ არა? დიახ - დამნაშავე ვარ, რომ დავიბადე, დანმაშავე ვარ, რომ მშია, მწყურია, მცივა, დამნაშავე ვარ, რომ სიღატაკისგან, ავადმყოფობისგან, მტრისგან დაუცველი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ მეც ვითხოვ სიყვარულს, მეგობრობას, ყურადღებას, ზრუნვას, დამნაშავე ვარ, რომ აღიარებისთვის, წარმატებებისთვის, პრესტიჟისთვის ვიბრძვი იქ და ისე, როგორც ეს ადამიანებმა გადამიწყვიტეს, დამნაშავე ვარ, რომ საკუთარი მონაცემებისა და შესაძლებლობების გამოხატვაზე ვოცნებობ. აი როგორი დამნაშავე ვარ მე, და რაოდენ ანგელოზების გარემოში ვცხოვრობდი, და ვერ დავაფასე, და აწი ჯოჯოხეთში მიკრავენ თავს. ასე თვლის ბევრი. ჩვენ ხომ წარსულის გადმონაშთები ვართ. მაგრამ ერთს გკითხავთ: რა ქვია იმ ადგილს / ქვეყანას სადაც ყველაფერი ის რაც მე ჩამოვთვალე - დანაშაულია? ალბათ პასუხის გასაცემად დიდი დრო არ დაგჭირდებათ. |
8. | რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი გასაჭირი სხვისი პრობლემა უნდა იყოს? | იმიტომ, რომ არც წმინდანი ვარ, არც ანგელოზი, არც ბეტმენი, არც ადამიანი ობობა, არც სუპერგმირი და მით უმეტეს არც დათა თუთაშხია. უბრალო ადამიანი ვარ. ვცხოვრობ ადამიანების საზოგადოებაში უნდათ მათ ეს თუ არა. მე ვარ ისეთი როგორიც ვარ. საზოგადოება მაკისრებს პასუხისმგებლობას, მაგრამ თვითონაც ხომ აქვს პასუხისმგებლობა. მე ჩემი საქმიანობით და არა ყბედობით განგიმარტავთ, რომ უპასუხისმგებლო საზოგადოება შეუძლებელია თავისუფალი იყოს. მონების საზოგადოება კი დიდხანს ვერ იარსებებს, ის გადაშენდება და ახია მასზე. ჩვენ დროს ზღაპრებს გვიყვებდნენ, ეხლა არ ვიცი ეს რამდენადაა მოდაში. ერთი ზღაპარი იყო „რწყილი და ჭიანჭველა“ ერქვა. მამა გვიყვებოდა ამ ზღაპარს. იცით რაზე იყო ეს ზღაპარი? იმაზე, რომ ჭიანჭველას გადასარჩენად საჭიროა... ძროხა ბალახს ძოვდეს. ყველაფერი ერთმანეთზეა გადახლართული. საზოგადოება კი ამბობს ეს ზღაპარი კორუფციაზეაო და ებრძვის ზღაპარს. სასაცილოა! თან არ იცოდე და სხვისი კი არ გესმოდეს - წყევლაა ეს! |
9. | რას გრძნობდით, როცა თქვენი ძმა ჩამოახრჩვეს? | ვერავინ ვერ იგრძნობს იმ ტკივილს და შეძრწუნებას და სიტყვები უძლურნი არიან მის გადმოსაცემად, მაგრამ ჩემი საქმეები განახებთ და განგაცდევინებთ ყველაფერს. |
10. | დააკონკრეტეთ პეტრეს დანაშაული თქვენთან? | პეტრე! პეტრე! პეტრეს დანაშაული ისაა რომ ღმერთი მიაძინა. ამაზე მეტი დანაშაული გნებავთ? |
11. | გთხოვთ გულწრფელად მიპასუხოთ, მამინაცვალი შემთხვევით შემოგაკვდათ თუ განზრახ მოკალით? | მამინაცვალი კი არა დღეს საკუთარი დედა და მამა ფეხებზე კიდიათ და რას ჩააცივდით იმ სულძაღლიანს. არ მოგვიკლავს. მაგ ბინძური ღორის სისხლმა კი „მაოხრებელი გზირივით“ ამოგვწყვიტა. ის ნაძირალა იყო და ადამიანობისგან შორს იდგა. 100 დაბადებაც არ ეყოფა ადამიანად რომ იქცეს. ჩაძაღლდა და საფლავშიც ძაღლი მიკვდომოდეს. ეს იქნება ჩემი პასუხი. |
12. | მას შემდეგ რაც თქვენივე სიტყვებით მამინაცვალი „შემოგაკვდათ“ მისი გაქურდვა როგორღა გადაწყვიტეთ? | რას ნიშნავს გაქურდვა? საკუთარი სახლიდან ნემსი და ძაფი არ გამოუყოლებიათ ჩვენთვის. ულუკმაპუროდ ქუჩაში დაგვყარეს. საკუთარი სახლიდან მამაპაპეული მემკვიდრეობის და ქონების საკუთარი სარგებლობისთვის აღება როდიდან ითვლება მოპარვად და გაძარცვად. საკუთარ სახლში მივედით. იქ დედაჩვენის ნამუსის ამხდელი სალახანა დაგვხვდა და საკუთრებაზე დაგვიწყო დავა. სანამ ბავშვები ვიყავით გვერეოდა და ძალა ერჩოდა ჩვენზე, მაგრამ დავაჟკაცებულ ხალხთან რას გახდებოდა. ხანჯლის ქნევას მოქყვა და ზედვე წამოეგო. ჩვენ რა, გაპატიოსნებას ხომ არ დავუწყებდით. ავიღეთ რაც გვეკუთნოდა იმის მცირე ნაწილი და წამოვედით. მე ასე მეგონა. სამწუხაროდ ჩემი ძმა დაიჭირეს, რაც მაშინ გავიგე როცა მე სამშვიდობოს ვიყავი გასული. |
13. | რა მოხდებოდა თქვენი ძმა რომ შეგეჩერებინათ პეტრეს გაძარცვისას? | მთავარი ის კი არაა რასაც აქ შოულობ, ხარჯავ და იყენებ. მთავარი ისაა, რაც აქ მოგაქვს და რასაც აქედან წაიღებ. ჩვენ პეტრესთვის იმაზე მეტი შეურაცყოფა არ მიგვიყენებია, რაც მასაც და ყველა თქვენგანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დღეში 100-ჯერ და მეტადაც არ გადგებათ. ასე რომ პეტრესგან მის დაუკითხავად აღებული თანხა ვალად დავიდეთ და გადავუხადეთ კიდევაც. |
14. | გიფიქრიათ რა მოხდებოდა ყველას თქვენსავით რომ სძულდეს კაცობრიობა? | კაცობრიობა! მას აღარ უყვარს თავის თავი. ის ებრძვის საკუთარ თავს. ცალკეული ადამიანის ბედი „დიად იდეალებს“ ეწირება და უფრო დალხენილი „კარგი ცხოვრების“ მიღწევის საშუალებად იქცევა. ადამიანები პაიკებს გვანან დიდ საჭადრაკო დაფაზე. განა შეიძლება ამგვარი კაცობრიობის პატივისცემა. მე მძულს კაცობაზე უარისმთქმელი „კაცობრიობა“ და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. |
15. | ნუთუ თავის რჩენისა და გატანის სხვა საშუალება არაფერი გამოჩნდა გარდა ქურდობისა და ძარცვისა? გიცდიათ კი ოდესმე? | მე ქურდი ვარ და მძარცველი. ავაზაკი. ამას გამართლება არა აქვს. სხვა საშუალება ჩვენ შემთხვვაში ჩვენი კუთვნილი ქონების დაბრუნებაა. სანამ ამას ვერ შვეძლებთ მანამ დავრჩებით ქურდებად და ავაზაკებად. მაგრამ როცა ჩვენ ჩვენ კუთვნილს დავიბრუნებთ მათ ვისაც დღეს უსამართლო ძლიერებით კანონმდებლად მოაქვს თავი მათ რა დაერქმებათ. ასე რომ ქურდობა და ავაზაკობა შეიძლება პირობითი სიტყვბიც იყოს. მე ისეთივე ქურდი და ავაზაკი ვარ როგორც მრავალი რომელიც კუთვნილს იქ იღებს სადაც არ ეკუთვნის. |
16. | თქვენი აზრით როგორი ადამიანი იყო პეტრე? | პეტრე გულუბრყვილო, მართალი და უბოროტო ადამიანია. |
17. | ღირსი იყო ის იმისა რაც გაუკეთეთ? | პეტრე რომ ფხიზლად ყოფილიყო პავლეს ტყავს არ გააძრობდნენ. ასე რომ რაც მოხდა მოხდა |
18. | პეტრესთან მეორედ შეხვედრისას რა გრძნობა დაგეუფლათ? | ბეჟანის დასჯისას პეტრეს ნახვა ჩვენს მიერ ჩადენილი საქციელის სასჯელად მივიჩნიე. ამან შემიმსუბუქა ჩემი ძმის სიკვდილის განცდა და გულიც კი დამწყდა მეც ბეჟანის გვერდით რომ არ ვიყავი. პეტრეს გაძარცვისთვის ვიმსახურებდით სასჯელს, მაგრამ პეტრესგნ, პირადად მე, ის თანხა ვალად ავიღე და დავაბრუნე კიდვაც. |
19. | რა გინდოდა პეტრესთვის რომ ამ წერილით გეთქვა? | გამოიღვიძე საღათას ძილისგან! შეხედე რა ხდება შენს სამშბლოში! ხმა ამოიღე და „ხელი ხმალს იკარ“-თქო, მაგრამ გამიგებს კი? |
20. | თვენი თქმით ქურდობა, როგორც შურისძიება გამართლებულია? | ქურდობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელი და დაუშვებელია თუ საზოგადოება პატივს სცემს ათ მცნებას და ქრისტეს სწავლებას. თუ ეს ასე არაა მაშინ ყველაფერი დასაშვებია. ჩვენი გამაუბედურებელი საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს „არა იპაროს“? |
21. | გიფიქრიათ იმაზე, რომ ხალხს, რომელსაც ყველაფერში ადანაშაულებთ შეილება უარესად უჭირდეს ვიდრე თქვენ? მაშინ რა ქნას ამ ხალხმა? | როგორც არ უნდა უჭირდეს ადამიანს, სხვისი თანაგრძნობის უნარი თუ დაკარგა თავის გაჭირვებისაც ვერაფერი გაუგია. როცა კაცს ძალიან უჭირს სწორედ მაშინაა ის გმირობის ზღვარზე. როცა დედა საკუთარ შვილს დასტიროდა მაშინ გაჩნდა მასში ვეფხვის დედისადმი თანაგრძნობა. ჩვენში კი რა ხდება? რა გაჭირვებაზეა საუბარი? ეს არაა სულიერი წყურვილი, არამედ მატერიალური საჭიროებებისადმი სევდა და დარდი. რით ვერ გაივსო ჩვენი მუცლები, ჩვენი თვალები, ჩვენი ტკბობა და განცხრომა რით ვერ დასრულდა. ჩვენ განვუდექით სიმართლეს და ღმერთს. შედეგები თვალწინ გვაქვს, მაგრამ ყველა ისევ პირადი მოგებისა და სარგებლის მიხედვით განვმარტავთ ყველაფერს. ჯერ კიდევ შორს ვართ ერთმანეთისგან. ამიტომაც ვამბობ: „ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი.“ ხალხმა უნდა იცხოვროს! მარტო სიცოცხლე არ კმარა. ვისაც ცხოვრების გამბედაობა არ ჰყოფნის უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მოეპყრობიან, როგორც მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს, და არა როგორც ადამიანებს. |
22. | ეხლა რა იქნება, მას შემდეგ რაც თქვენი ძმა სიკვდილით დასაჯეს? ეხლა მაინც ხომ შეიძლება ქურდობას თავი დაანებოთ? | მე დავრწმუნდი, რომ მარტო მე და ჩემი ძმა ამ ქვეყანას ვერ შევცვლით და სამართლიანობას ვერ აღვადგენთ. თუ ჩვენთვის რაც ჩვენ გვეკუთვნის სამუდამოდ დაკარგულია მაშინ ყველა დაკარგავს იმას რაც ეკუთვნის. მე გავაერთიანებ ჩემ მსგავს ადამიანებს და განახებთ როგორი იშვიათობა და გამონაკლისია უსამართლობა. თქვენ განწირულები ხართ ჩემგან, ისე როგორც თქვენ გამწირეთ მე. მტყუან-მართალი ღმერთმა განსაჯოს. ყველას წაგართმევთ იმას რაც მე წამართვეს: გადაგასახლებთ, ჩამოგახრჩობთ, გაგაკულაკებთ, დაგხვრეტთ! ვეღარ გდამირჩებით! პეტრეს ჩარევაც კი ვერ გიხსნით! პეტრეს უკანასკნელი ვალი გადავუხადე და დღეის ამას იქით ისიც მიფრთხილდეს, მისი შვილიც და მთელი მისი ოჯახიც! დამთავრდა! წილი ნაყარია! |
23. | როცა ქურდობ ფიქრობ იმაზე რაოდენ მნიშვნელოვანია ის რასაც იპარავ მისი პატრონისათვის? | როცა ვქურდობ ვფიქრობ მაზე, რომ შიმშილით სიკვდილს თავის გადარჩენის მცდელობისას სიკვდილი სჯობს! |
24. | ქურდისთვის ყველა ერთია განურჩევლად ეროვნებისა, მდიდარია თუ ღარიბი, ქალია თუ კაცი? | დიახ! ყველა ერთია! ამ თვალსაზრისით ჩვენ კოსმოპოლიტები ვართ! |
25. | სამართლიანი სასჯელი მიიღო თუ არა შენმა ძმამ? რატომ? | სასჯელი უსამართლო იყო და განაჩენის გამომტანთათვის საშინელ სამსჯავროს მოვაწყობ! ამას გპირდებით!!! უსამართლო იყო იმიტომ, რომ სასამართლომ მხოლოდ შედეგების მიხედვით გამოიტანა განაჩენი და არ დაინტერესდა უბედური შემთხვევის მიზეზებით. |
26. | შენი აზრით როგორია ცხოვრება? როგორები არიან ადამიანები? | ცხოვრება სასტიკი და უსამართლოა. ადამიანები კაცობადაკარგული ცოცხალი არსებები არიან. |
27. | რა განცდა დაგეუფლა ხალხის მიმართ, როცა შენი ძმის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოყავდათ? | მათი განადგურების სურვილი გამიჩნდა. ჭიის თანაგრძნობა ლომისთვის ისეთივე სასარგებლოა, როგორც ძროხისთვის ჭოგრიტი. |
28. | როგორ ფიქრობთ ყოველივე ამის შემდეგ გამოსწორდებით? | მე უკვე გამოვსწორდი. არავითარი დანდობა უკაცურ საზოგადოებას და უსამართლობას! |
29. | წარმოგიდგენიათ თქვენი თავი პეტრეს ადგილას? იმ ადამიანების ადგილას ვისაც ძარცვავდით? | პეტრე სხვაა, ისინი კი ვინც გაგვიძარცვავს სხვანი არიან. პეტრესთან მეც და ბეჟანმაც ანგარიშები გავასწორეთ. ბეჟანი ჩამოახრჩვეს და პეტრემ სანახაობას უყურა. მე კი მისი სამი და ათი შაური ოცდათხუთმეტ მანეთად, ერთი ათად, დავუბრუნე. ერთადერთი პეტრე იყო, რომელმაც დანაკლისი საკუთარ თავს დააბრალა და ამით ჩვენი შეცდომა თავად იტვირთა. დანარჩენები არცერთი თანაგრძნობას არ იმსახურებენ. |
30. | რა გრძნობაა ძმის დაღუპვა? | „არ შეგარჩენთ, არა, ამ ამბავს!.. ყველამ უნდა მიზღას ჩემი დანაკარგი. ძმის სისხლს, მინამ ცოცხალი ვარ, ავიღებ. მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი: მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს, საით არიან მართალნი და საით მტყუანნი. ღმერთი გულთამხილავია: მინამ საქმეს სასწორზედ დასდებდეს, ჯერ გულში ჩახედავს ადამიანს. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ, თუ მტყუანი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა. ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანასა, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი უკანასკნელ ძაფზე-ღა დაკიდებული. მშვიდობით!..“ |
31. | რისი გაკეთება გინდოდა როცა ძმის ჩამოხრჩობას უყურებდით? | გაგიმეორებთ: სეირის მაყურებელთა განადგურების სურვილი გამიჩნდა. |
32. | ხომ არ გშურდათ თქვენი ძმის? | მხოლოდ პეტრეს გაძარცვის გამო |
33. | ქურდობისას ყოველთვის მსხვერპლი გქონდათ? | არასდროს! ერთადერთი მამინაცვალი ოყო, ის მურდალი და სალახანა. |
34. | რას ეტყოდით ჩვენს თანატოლებს თქვენი საქმიანობის შესახებ? | ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების მანამ, სანამ სწავლობთ, ცხოვრებაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება თქვენი თავი დაგაკარგვინოთ! იცხოვრეთ და ბოროტებას ნუ დაეჩაგვრინებით! |
35. | პეტრეს მოპარული ფულის სანაცვლოდ ხუთმაგად გადაუხადეთ. ფიქრობ, რომ პეტრესთან თქვენი დანაშაული გამოისყიდეთ? | ათმაგად ავუნაზღაურე. პეტრესთან ჩვენი ვალი გასწორებულია. |
36. | შენს ადგილას ბეჟანი რომ ყოფილიყო ისევე მოიქცეოდა როგორც შენ? | ბეჟანი ყოველტვის ჩემს გვერდით იქნებოდა - იქაც, სახჩობელაზეც! |
37. | როგორი ადამიანი იყო ბეჟანი? | ბეჟანი მიზანდასახული და რეალური ადამიანი იყო. ემოციები და გრძნობები ადვილად ვერ ერეოდა. ცივი გონებით უდგებოდა ცხოვრებას. ჩემტვის თავგადაკლული ძმა იყო. მისი სისხლი ძვირად დაგიჯდებათ!!! |
38. | როგორი ძმა იყო ბეჟანი? | ზემოთ მოგახსენეთ |
39. | როგორ ცხოვრებას გააგრძელებდა ბეჟანი მამინაცვლის შემოკვდომა რომ ეპატიებინათ? | იმ სულძაღლიანის სიცოცხლე ჩვენს კისერზედ არაა. ის თავისსავე ხანჯალს წამოეგო. აი, ჩვენი საკუთრების დაბრუნება რომ მომხადრიყო ყველაფერი შეიცვლებოდა. ჩვენ მამიჩემის სახლკარს ვუპატრონებდით და ყველაფერს საგვარეულოს ტრადიციისამებრ გავმართავდით. |
40. | რატომ ფიქრობთ, რომ ყველა დაგიპირისპირდათ? | ყველამ ზურგი გვაქცია. ჩვენი უბედურებით არავინ დაინტერესდა. რატომ? იმიტომ რომ ეს მათ არ ეხებოდათ. მაგრამ თავს იტყუებდნენ. არა თუ შეეხებათ, არამედ თანამონაწილენიც გახდნენ ჩვენი გაუბედურების! |
41. | ვის შეიძლებოდა მამინაცვლის ცემისგან დაეცავით? | ნებისმიერ სრულწლოვანს, ვინც ჩვენს ტანჯვა-წამებას შესცქეროდა. |
42. | რატომ არაფერი თქვი მაშინ, როცა ბეჟანი პეტრეს ატყუებდა? | მე რაც ვთქვი და განვიზრახე ის გავაკეთე კიდეც |
43. | არ გეყოთ გამბედაობა პეტრეს პირისპირ დალაპარაკებოდით? | მაგის ადგილი იქ არ იყო, თან პეტრეს გულუბრყვილობა რომ ვიცი შესაძლოა ტყუილუბრალოდ ზედმეტი ყურადღება მიექცია და მეც ჟანდარმერიის კლანჭებში აღმოვჩენილიყავი |
კითხვები და პასუხები პეტრესთან:
# | პეტრე | |
კითხევბი | პასუხები | |
1. | როგორ მიიღეთ ძმების საქციელი? | ძმების საქციელის გამო გაბითუებული, მოტყუებული და გაწბილებული დავრჩი. ჩემ თავზე გავბრაზდი და შემრცხვა ასე ადვილად რომ მოვტყუვდი. |
2. | რატომ ფიქრობდით, რომ ბეჟანს არ ჩამოხრჩობდნენ და ყოველივე მხოლოდ თამაში და სანახაობა იყო? ყოველივე მხოლოდ თქვენს გამასხარავებას ისახავდა მიზნად? | მე ვერ წარმომედგინა მშვიდობიანობის დროს ადამიანის მოკვლას სახელმწიფო თუ დაუშვებდა. ადამიანის სიკვდილით დასჯა მთელი საზოგადოების თვალწინ კი გაუგონარ სიმხეცედ მომაჩნია. ასეთი რამ მხოლოდ ველურებს შეუძლიათ. ქალაქებისგან დაცინვა არ გამიკვირდებოდა. სოფლიდან ჩამოსულებს ისინო რღესაც მასხრად იგდებენ და შეურაცყოფას აყენებენ. ამიტომაც ჩავთვალე, რომ იმდღესაც ჩემი გამასხრება და დაცინვა ქონდათ განზრახული. |
3. | რაში გამოიყენებთ ბეჟანის ძმის მიერ გადმოცემულ ფულს? | ბეჟანის ფული როგორც იუდას გასამრჯელო ხელს მიწვავს და არ ვიცი რატომ ჩავვარდი ამ დღეში. რაში უნდა გამოვიყენო, წავალ და ეკლესიას შევწირავ. |
4. | რა განცდა დაგეუფლათ წერილის კითხვისას? | ეს იყო ჩემი მხილება ადამიანის სიკვდილით დასჯაში. მე, ჩემი უგნურებით და ცნობისმოყვარეობით მართლაც აღმოვჩნდი ამ საცოდავი ახალგაზრდის სისხლის თანამონაწილე. |
5. | ფიქრობთ, რომ ძმების უბედურება გარკვეულწილად თქვენი დამსახურებაცაა? | ჩემი გულუბრყვილობისა და თავჩახრილი შრომის გამო მე ვერ შევძელი ქვეყანაში არსებული უსამართლობის დანახვა. მით უმეტეს ვერანაირად აღვუდექი წინ ამ უმსგავსობას |
6. | მათ ადგილზე რომ იყოთ თქვენც ასე იფიქრებდით? | მეც ასე ვიფიქრებდი |
7. | თქვენი აზრით სწორი განაჩენი გამოუტანეს ბეჟანს? | ბეჟანის განაჩენი უსამართლო იყო და ამის გამო ყველა ჩვენ ვაგებთ პასუხს |
8. | თევნი აზრით რა იყო ბიჭების ასეთი საქციელის მიზეზი? რატომ ჩაიდინეს ბიჭებმა ეს? | მათ უსამართლოდ და უსულგულოდ მოექცნენ. ისინი აღმოჩნდნენ მსხვერპლნი ქვეყანაში დასადგურებული ბოროტებისა და უსამართლობისა |
9. | თქვენი აზრით რატომ დაგიბრუნათ ბეჟანის ძმამ ფული? | მან გაიგო ჩემი ხასიათის, ჩემი გულის ამბავი. შეიძლება საკუთარი მამაც გაახსენდა ჩემი გულუბრყვილობისა და კეთილსინდისიერების შემხედვარეს და ორმაგად იძია შური. ყველაზე მეტად მე ამომიღო ნიშანში. ბეჟანის ძმისთვის სწორედ მე აღმოვჩნდი იუდა-გამცემელი. ვაი რომ მახათას მთაზე წასვლით საშინლად შევცდი |
10. | „სოფლელის“ კომპლექსით დიდი ხანია რაც დადიხართ? რატომ გაგიჩნდათ ამგვარი კომპლექსი? | ამპარტავანი და უცხოთუმე თბილისელები ყოველთვის და ადამიანისათვის ყველაზე შეურაცმყოფელად გამოხატავდნენ ზიზღს სოფლელების მიმართ. მას შემდეგ, რაც ქალაქში პირველად დავდგი ფეხი შევგრენი ჩემი „სოფლელობის“ დამამცირებელი მდომაროება. |
11. | შეგეცოდათ ბეჟანი? | ბეჟანმა სახრჩობელაზე გამოისყიდა თავისი ცოდვა, მაგრამ ჩვენ - მახათას მთაზე სეირის სანახავად მისულებს დაგვიმძიმდა სული. სახელმწიფო, რომელიც მის ბიძურ საქმეებს ადამიანების მასობრივი ჩართვით ცდილობს |
12. | სიკვდილით დასჯაზე რა აზრისა ბრძანდებით? | ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება დაბადებიდანვე. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის აღკვეთა. ადამიანის ამ უზენაესი უფლების შელახვა არასდროს არ შეიძლება. სიკვდილით დასჯას არსად, არცერთ ეპოქაში არ შეუმცირებია დანაშაულის ჩადენის რაოდენობა და ჩადენის სისასტიკის ხარისხი. იქმნება საფრთხე უდანაშაულო ადამიანისთვის გამოუსწორებელი სასჯელის შეფარდების. იქ სადაც გაუქმებულია სიკვდილით დასჯა დანაშაულის ჩადენის რაოდენობა დაბალია. სიკვდილით დასჯა ხშირად აღიქმება, როგორც არა სამართლიანობის აღდგენის აქტი, არამედ როგორც - შურისძიება. ეს კი საზოგადოებაზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ სიკვდილით დასჯა დაუშვებელია. |
13. | რატომ ხართ ასეთი გულუბრყვილო? | მე ერთი უწიგნური კაცი ვარ. ჩემი მოტყეუბა ადვილად შეიძლება. ჩემი საქმე ოჯახზე ზრუნავ და შრომა მეგონა ყოველთვის. ბუნებასთან მუდმივმა ურთიერთობამ სიმშვიდე და ალა-მართლობა მომცა. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა. |
14. | რატომ გადაწყვიტეთ მახათას მთაზე კაცის ჩამოხრჩობის სცენის ნახვა? | ეს იყო ჩემი ცოდი ცნობისმოყვარეობის გამო, რასაც ვინანიებ |
15. | თქვენი აზრით რატომ გადმოგცათ ბეჟანის ძმამ წერილი? | მან ამით კაცის სიკვდილში დამდო ბრალი |
16. | რა განცდა დაგეუფლათ წერილის წაკითხვის შემდეგ? | ძნელია იუდის სახელით ცხოვრება |
17. | რატომ არ გამოკითხეთ ძმებს ყველაფერი წვრილად და რატომ მოიქეცით ასე გულუბრყვილოდ? | მე მჯეროდა და დღესაც მჯერა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვისა. ვფიქრობ რომ ადამიანს თუ ნდობა არა აქვს ადამიანისა მაშინ მის სიცოცხლესაც ფასი არა ექნება |
18. | აპატიებთ თუ არა ძმებს გაქურდვას? | მე აღარც კი მახსოვდა მათი საქციელი და ნაპატიები მქონდა ყოველივე, მაგრამ ეხლა მე თავად მჭირდება მათგან ჩემი უმოქმედობის გამო ჩადენილი მკვლელობის გამო პატიება |
19. | ბიჭებს ეტყობოდათ, რომ ცუდები იყვნენ? | არაფერი სიცუდისა მათთვის არ შემიმჩნევია |
20. | თქვენ შეგრცხვათ, რომ ბიჭებმა გაგქურდეს. ხომ არ იყო ეს ზედმეტი პატივმყვაეობისა და ამპარტავნების შედეგი? | შეიძლება |
21. | ადრე თუ გყავდათ ნანახი ბეჟანი და მისი ძმა? | არასოდეს |
22. | რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე სარჩობელამ? | საშინელება ვნახე ამ დრულმა კაცმა. ეს სახელმწიფო ვერ გადარჩება ასე ქათამივით რომ ხოცავს ადამიანებსა |
23. | რა ჭკუაზე დგება ადამიანი, როცა გვერდით მეგობარი ეგულება და უცებ აღმოაჩენს რომ გაძარცვეს? | იმედგაცრუების და საკუთარი თავის უვარგისობის განცდა |
24. | რომ შეგძლებოდათ გადაარჩენდით თუ არა ბეჟანს? | აუცილებლად |
25. | გერჩივნათ რომ ეს ბიჭები სულაც არ გაგეცნოთ? | არა, ამ ბიჭების ტრაგედიამ თვალი ამიხილა. მე ვიცი, რომ ჩემნაირ გლეხ კაცს ვერ გაამართლებს მარტო ის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. დანაშაულის მიმართ წაყრუებაც დანაშაულია და თანამონაწილეობა. |
26. | რაში გდებთ ბრალს ბეჟანის ძმა? | ბეჟანის სიკვდილში |
27. | როგორ ფიქრობთ ქურდობისა და ავაზაკობის გზას დაადგებოდნენ თუ არა ბიჭები მშობლბის მხრიდან მათი ვალდებულების აღსრულბისას? | მამა რომ არ მოკვდომოდათ და დედა არ გათხოვილიყო ბიჭები პატიოსანი ადამიანები იქნებოდნენ |
28. | თქვენ არ გინდოდათ, რომ სოფელს თქვენი გაძარცვის შესახებ რაიმე გაეგო. რატომ? | აბა რა სასამოვნოა შენი შეცდომებისა და ბედოვლათობის შესახებ მთელმა სოფელმა შეიტყოს. |
29. | როგორ პიროვნებად მიგაჩნიათ ბეჟანი? მისი ძმა? როგორ დაახასიათებდით მათ? | ორივენი ცხოვებისგან გარიყული და დაჩაგრული ბალღები იყვნენ |
30. | რას მოიმოქმედებდით ბეჟანის ძმას ეს სიტყვები წერილობით კი არა უშუალოდ, ზეპირად რომ ეთქვა თქვენთვის? | იმ დუქანში გვერდზე მოვისვამდი და მისი ძმის შესანდობარ მთელი გულით დავლევდი. მერე კი ჩემს ვაჯს წარვუდგენდი და ფიცვერცხლს ჩევჭმევდი ძმადნაფიცობაზე დაფიცებით |
ხუთწუთიანი ესსე
ქეთი გახელაძე: არავის არა აქვს უფლება სხვას სიცოცხლე წაართვას. დღისით, მზისით ამდენი ხალხის მონაწილეობა ადამიანის სიკვდილით დასჯაში სირცხვილია. ნუ თუ არავინ აღმოჩნდა ამდენ ხალხში, რომელიც ამ უსამართლობას წინ აღუდგებოდა. მე მეშინია ამ ხალხის, მეშინია მათი უღირსობისა და უსამართლობის. არ ვისურვებდი მათ რიგებში ცხოვრებას.
ანასტასია მარტაშვილი: როცა ქვეყანას თავისი ხალხის მიერ არჩეული მმართველობა არ ჰყავს სიკვდილით დასჯა ერთადერთ მიზანს ისახავს - დააშინოს ხალხი. რა უფლებით და რომელი სამართლით გამოუტანეს ბეჟანს სასიკვდილო განაჩენი. ეს მარტო დანაშაული კი არა ღმერთის შეურაცყოფა იყო.
დეა ლომიძე: ჩემი აზრით სიკვდილით დასჯა ძალიან დიდი ცოდვაა. დღესაც ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის სიკვდილით დასჯა მიღებულია. თუ არ ვცდები ასეთი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, ავღანეთი, კუბა, ირანი, იაპონია, პაკისტანი, ვიეტნამი და სხვა, სულ 70 ქვეყანაა ასეთი. მათ შორის მარტო ჩინეთში მხოლოდ 2008 წელს 1800-მდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. მიკვირს როგორ შეიძლება ამ ქვეყნების ნორმალურ ქვეყნებად ჩათვლა. სიცოცხლის უფლება არაა დაცული და სხვა რომელ უფლებებზე შეიძლება იყოს საუბარი. საბედნიეროდ საქართველოში 1997 წლიდან სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. ეს ძალინ მახარებს.
ბეჟან შერეშაშვილი: დაუშვებელია ადამიანმა სიცოცხლით ზღოს საკუთარი შეცდომები. ხომ შეიძლება,რომ ადამიანმა გულწრფელად მოინანიოს მისი დანაშაული. არა და ჩვენ მას ვართმევთ სინანულის უფლებას. ეს კი ადამიანის ნებას სცილდება. დაუშვებელია სამართლებრივი პასუხუსმგებლობის ფორმად არსებობდეს სიკვდილით დასჯა. ესაა ათი მცნებიდან მეექვსის „არა კაც კლას“ დარღვევა.
მარიამ ბებია: სიკვდილით დასჯა საქართველოში აკრძალულია, რაც მე ძალიან მიხარია. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ადამიანის სიცოცხლეს ღვთისგან ბოძებულად მივიჩნევთ. ადამიანის მოკვდინება ღვთის წინააღმდეგობას ნიშნავს.
მარიამ გოგიტიძე: ყველა ადამიანს დაბადებიდანვე აქვს სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის წართმევის უფლება არავის არა აქვს. სიკვდილით დასჯის გარდა დანაშაულის გამოსყიდვის სხვა უამრავი საშუალება არსებობს. ადამიანის სიკვდილით დასჯა მისი ბუნებითი უფლების დარღვევაა.
გიორგი თათრიშვილი: სიკვდილით დასჯა დაუშვებელია და ეს არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროდ ზოგან ადამიანებს დღემდე სჯიან სიკვდილით. ეს ადამიანებისთვისაც სამარცხვინოა და ღვთის მიმართ შეურაცმყოფელი.
მარიამ მესხი: სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა მსოფლიოს სამოცდაათამდე ქვეყანაში არსებობს. მათ რიგებში ყველაზე გასაკვირია ამერიკისა და იაპონიის ყოფნა. ადამიანის სიკვდილით დასჯა ადამიანის ბუნებითი უფლების ხელყოფაა. არავის ადამიანთაგან არა აქვს უფლება სხვა ადამიანს სიცოცხლე წაართვას.
თინათინ ხუხუნაიშვილი: ადამიანს სიცოცხლეს ღმერთი აძლევს. სწორედ რომ ღმერთის ნებაა ადამიანის დაბადებაც და სიკვდილიც. ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ძალიან გახშირდა მკვლელობის ფაქტები. ეს ძალიან საშიშია, რადგან შეიძლება ვიღაცას თავში მოუვიდეს აზრად სიკვდილით დასჯის ხელახლა ამოქმედება. თუ ეს მოხდება მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კიდევ უფრო დაშინდებიან და მახათას მთაზე სასეიროდ მისულ ბრბოს დაემსგავსებიან.
No comments:
Post a Comment