პროექტის ავტორის გვარი, სახელი
|
ნინო მელაძე
|
პროექტის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია
(ტელეფონი, ელ-ფოსტა)
|
899 123 231
|
სკოლა (რომლის ბაზაზეც განხორციელდება პროექტი)
|
სსიპ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა
|
სასწავლო პროექტის სახელწოდება
|
მზის ქოლგა
|
სასწავლო პროექტის მიზანი / მიზნები
| ![]() ![]() |
სამიზნე ჯგუფი / ჯგუფები
|
მე-6 კლასი, 29 მოსწავლე
|
პრობლემის აღწერა (არა უმეტეს 100 სიტყვისა)
|
ლიტერატურის სწავლებისას თანამედროვე ხედვებისა და სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება დღემდე პრობლემას წარმოადგენს. ამის მიზეზი მასწავლებლის კომპეტენციების დეფიციტი და განათლების რეფორმის კურსის მუდმივი ცვლილებაა. მოსწავლეებს ინფორმაციის აღქმა და გადამუშავება სწავლების პროცესისგან სიამოვნების მისაღებად, საკუთარი თავის შესაცნობად უძნელდებათ. თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პროცესების შემყურენი აქტიური მოსმენის საჭიროებას ვერ ხედავენ. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ხმამაღლა მეტყველებას, ყვირილს, უწმაწურ სიტყვებს და ფიზიკურ ძალადობას მიიჩნევენ. ამას ნაწილობრივ განაპირობებს ისიც, რომ დემოკრატიული ღირებულებების აღორძინებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენებას ფსევდო-კონსერვატორულად და შეფარვით პროფაშისტურად განწყობილი „გავლენის ინსტიტუტები“ გამუდმებით უწევენ დისკრედიტაციას. გარეგნული ეფექტებისა და თვალთმაქცობის გარემოში მოსწავლეს საღი აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის მოტივაცია ეკერგება. ამ უკანასკნელს მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას უკავშირებს.
|
პროექტის აღწერა (არა უმეტეს 150 სიტყვისა)
|
პროექტის მიზანია მოსწავლეთათვის შემოქმედებითი და სააზროვნო გარემოს ჩამოყალიბება. მოსწავლე შეძლებს დააკვირდეს საკუთარი განვითარების პროცესს და ამ პროცესზე პასუხისმგებლობას აიღებს. ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ შესწავლას ისტორიული პერსპექტივიდან სამოქალაქო ღირებულეების აქტუალიზაციისა და ანალიზის პერსპექტივა ჩაენაცვლება. მოსწავლე დაეუფლება ინფორმაციის მოძიებისა და საკუთარი ემოციების გამოხატვის ტექნიკას, თანამოსაუბრის მიზნებისა და ღირებულებების გაანალიზებას, წარმოდგენას შეიქმნის მსჯელობის მეთოდებსა და მჭევრმეტყველების მნიშვნელობაზე, რეკლამისა და პროპაგანდის სტრატეგიებზე. ამისთვის ის ინდივიდუალურად, წყვილებსა და ჯგუფებში ზეპირი და წერილობითი ფორმით შეასრულებს ნამუშევრებს (თხზულები, ნახატები, ფოტოები თავისი განმარტებებით); მოამზადებს სიტყვას მოხსენებისათვის; შექმნის ბლოგს; გამოიყენებს ელექტრონულ საძიებო სისტემებს; სკოლაში შეიქმნება მოსწავლეთა „თავისუფალი ტრიბუნა“, სადაც გაიმართება 2 ფორმალური დებატი: „გული თუ გონება“, „სიკვდილით დასჯა - გამართლებულია თუ გაუმართლებელია“; მოსწავლეები შეარჩევენ თემატიკის მიხედვით მათთვის საინტერესო რესპონდენტს, მოამაზადებენ კითხვებს ინტერვიუსთვის, დაგეგმავენ და წარმართავენ ინტერვიუს. მოსწავლეები განხილული თემატიკის მიხედვით მოიძიებენ სხვა წიგნებს და მოაწყობენ მის განხილვას. პროექტის მთელი მიმდინარეობა აისახება მათ მიერვე შექმნილ ბლოგზე, დღიურებსა და პროექტის ანგარიშში.
|
პროექტის განხორციელების ვადები (არა უმეტეს ორი თვისა)
|
2 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები (რა ცოდნას მიიღებენ მოსწავლეები, რა უნარები განუვითარდებათ მათ, რა პროდუქტები შეიქმნება პროექტის განხორციელების შედეგად)
|
ცოდნა
![]() ![]() ![]() ![]()
უნარები
![]() ![]() ![]()
პროდუქტები
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
პროექტისთვის საჭირო სასწავლო და ტექნიკური რესურსები
| ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
ბლოგი ასახავს პედაგოგიურ გამოცდილებას და ერთი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას.
Friday, April 15, 2011
სსიპ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნინო მელაძის საკონკურსო განაცხადი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ტექნიკურ რესურსს უზრუნველყოფს პროექტის ავტორი და განმხორიელებელი (მასწავლებელი: ნინო მელაძე)
ReplyDelete ტექნიკურ რესურსს უზრუნველყოფს 51-ე საჯარო სკოლა