მოსწავლეებს შემდეგი დავალების შესრულებას შევთავაზეთ:
1. ჩამოწერე 10 სიტყვა რომლის მოსმენაც შენს ემოციასა და გრძნობებს ყოველთვის აღელვებს
2. შეადარეთ პარტნიორისა და თქვენი სიტყვები ერთმანეთს. გამოარკვიეთ რომელი სიტყვებია საერთო?
3. მოახდინეთ სიტყვებისა და ფრაზების მასზე რეაგირების ემოციების მიხედვით კლასიფიცირება (მაგ.: მრისხანება, სევდა, სიხარიული, სიცილი და სხვ.)
4. როგორ აღიქვამთ მომხსენებლის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს? რა საშუალებებს ფლობს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხსენებლის მიერ მოქმედებაში მოყვანილმა სიტყვა-რეაქტორმა მოქმედება შეწყვიტოს ან შეანელოს.
კვლევის შედეგები:
სამუშაო შეასრულა 27 მოსწავლემ. სიტყვა-რეაქტორების რეიტინგის გაანგარიშებისას მნიშვნლბა მინიჭა იმ სიტყვებს, რმლებიც 2-ჯერ და მეტად გამეორდა. ერთხელ დაფიქსრდა 41 სიტყვა და მისი ანალიზიც იგივე დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რაც ს-რ-ის საერთო რეიტინგული კვლევა.
ბავშვებმა დაწერეს 10-10 სიტყვა, რომლებიც მათ რამნაირად (ან დადებითად ან უარყოფითად) აღელვებდათ. ერთი და იგივე სიტყვის გამეორების მაქსიმალური ხარისხი გახლდათ 27. ეს იმას ნისნავს, რომ ბავშვების შინაგანი სამყაროსათვის მნიშვნელოვანი სიტყვა რეაქტორის გამეორების ალბათობა 10 სიტყვიან ჩამონათვალში შეიძლებოდა ყოფილიყო 27. 27 მოსავლის 10-10 სიტყვიანი ჩამონათვალი კი ჯამში 270 სიტყვა საერთოპროცნტულ მაჩვენებელს განსაზღვრავდა. აღმოჩნდა, რომ 26-ჯერ გამეორდა სიტყვა „სიხარული“. ანუ კვლევაში ჩართულ მოსწავლეთა დაახლოებით 96%-სათვის ეს სიტყვა უაღრესად მნიშვნელოვანია.
დანაჩენი სიტყვების გავლენა ასეთია:
სიტყვა-რეაქტორი | % |
ღალატი | 74.07 |
სიყვარული, მიყვარხარ | 51.85 |
სიღატაკე | 48.15 |
მწუხარება | 44.44 |
სიკეთე | 40.74 |
სიკვდილი | 37.04 |
ბოროტო | 37.04 |
ტყუილი (მატყუარა) | 33.33 |
მრისხანება | 29.63 |
თავდადება | 25.93 |
დედა | 18.52 |
გულადობა | 18.52 |
შური (შურიანი) | 18.52 |
სიძულვილი | 18.52 |
ლაღი | 14.81 |
მკვლელობა | 14.81 |
მტრობა | 14.81 |
ორპირო | 14.81 |
ბედნიერება | 11.11 |
გრძნობა | 11.11 |
ემოცია | 11.11 |
მეგობარო (მეგობრობა) | 11.11 |
მონავ (მონობა) | 11.11 |
სევდა | 11.11 |
სიმდიდრე | 11.11 |
უსამართლობა | 11.11 |
ქურდობა, ქურდო | 11.11 |
ჩხუბი | 11.11 |
ამაყი | 7.41 |
გმირი | 7.41 |
კამათი | 7.41 |
პატრიოტი | 7.41 |
სამშობლო | 7.41 |
სინანული | 7.41 |
უბედურო | 7.41 |
უფულობა | 7.41 |
შეწირვა | 7.41 |
შურისძიება | 7.41 |
ცრემლი | 7.41 |
დადებითი ემოციების გამომწვევი სიტყვა რეაქტორების საერთო პროცენტულმა ოდენობამ შეადგინა: 24.07%
უარყოფითი ემოციების გამომწვევი სიტყვა-რეაქტორების საერთო პროცენტულმა ოდენობამ შეადგინა: 44.44%
გარემოების მიხედვით განსაზღვრადი ემოციების გამომწვევი სიტყვა-რეაქტორების საერთო პროცენტულმა ოდენობამ შეადგინა: 6.30% (დამატბითი სტატისტიკური ინფორმაცია იხილე: დანართ #1).
ეს ნიშნავს, რომ ბავშვები უარყოფითი ემოციების გამომწვევ სიტყვათა ველში იზრდებიან. მათზე ეს სიტყვები და გარემო, რომლებიც ამ სიტყვებით გადმოიცემა, აღიწერება, სახელიდება და რეალობას წარმოადგენს გამაუბედურებლად მოქმედებენ. ბავშვებისათვის ყველაზე სანუკვარია სიყვარულით აღსავსე გარემო,ხოლო ყველაზე დამთრგუნველია ღალატი და უნდობლობა.
No comments:
Post a Comment