„ნებისმიერ არგუმენტს სამი მხარე აქვს: ერთი - რომელსაც თავად იცავ, მეორეს - მავანი იცავს და მესამე - ის რაც მართალია“
მოდებატე
რა არის დებატები?
რას გამოხატავს ეს სიტყვა? რა ხდება წინასაარჩევნო დებატების დროს? ეს არის ის, რასაც კამათის მოყვარულნი ჩადიან?
T განხილვა
T დისკუსია
T კამათი
T პოლემიკა
T განსჯა-გაანალიზება
T ფიქრი და განსჯა
ერთ-ერთი განმარტების მიხედვით დებატები: `მკაფიოდ განსაზღვრული წესებითა და მეთოდებით მიმდინარე კამათია~, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დებატებში მონაწილე იკვლევს, უსმენს, სწავლობს და ამ უკანასკნელით ხალისობს. დებატები დამატებით შანსს აძლევს მოსწავლეს ამა თუ იმ თემაზე მოისმინოს განსხვავებული და გამოთქვას საკუთარი აზრები. ეს მოსწავლეს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთო და განსხვავებული პრობლემების ამოცნობაში, არგუმენტების კვლევა-ძიებასა და აზრის შემოქმედებითად ჩამოყალიბება-გაფორმებაში გამოადგება.
დებატების საშუალებით მოსწავლეები:
T გაიგებენ დებატების უპირატესობასა და პრობლემას;
T დებატებში უშუალოდ მონაწილეობის შედეგად დებატების ნიჭს განივითარებენ და შეძლებენ ამ მიდრეკილებების გამოვლენას;
T ისწავლიან კარგი არგუმენტების მოძებნასა და დებატირების სტრატეგიების გამოყენებას;
T განივითარებენ თანამშრომლობისა და გუნდური მიშაობის უნარს;
T შეძლებენ თანაკლასელებისა და საკუთარი ნამუშევრების შეფასებას;
T შეძლებენ ტექსტის კრიტიკულად დამუშავებას;
T და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია - განივითარებენ დამაჯერებელი მსჯელობისა და კამათის, ასევე კრიტიკული მოსმენის უნარს.
განსჯა-დებატები
უპირვლეს ყოვლისა, საჭიროა მოსწავლის პოზიტიური განწყობისა და დებატების შესახებ არსებული ინფორმაციის გააქტიურება. საკლასო ოთახში თვითოეულ მოსწავლეს უამრავ საკითხზე თავისი, ზოგჯერ სხვებისგან განსხვავებული, აზრი აქვს. ცხადია, ამან კლასში არავინ არ უნდა გააკვირვოს. პირიქით საკუთარი აზრებისა და შეხედულებების კვლევისათვის საუკეთესო საშუალებაა განსხვავებულ აზრებსა და მოსაზრებებთან დიალოგი და პოლემიკა. ზოგჯერ უხერხულობის, მორიდების თუ რაიმე სხვა მიზეზით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვერაფერი თქვა. მაგალითად, დღემდე გაოცებას იწვევს ტარიელის დუმილი ნესტან-დარეჯნის ხვარაზმშაზე ქორწინების გამო თათბირის დროს. მართლაც და რა მოხდებოდა ტარიელს მისი შეკითხვა ან გულწრფელი პოზიცია პირდაპირ რომ დაეფიქსირებინა?
ზოგიერთები გაურბიან კონფრონტაციას და შესაბამისად დებატებიც ნაკლებად იზიდავთ. ზოგიერთნი კი სწრაფი ორიენტაციის, კვლევა-ძიებითი უნარის ადამიანები პასუხგაუცემელი კითხვების, ამოუხსნელი დილემების შესწავლისაკენ ისწრაფიან. ცხადია, მათთვის დებატები და პოლემიკა ის სამყაროა, რაც ცის ლაჟვარდი არწივისათვის და მთის ანკარა ჩქერალი - კალმახისათვის.
დებატებისადმი პიროვნული ორიენტაციის გამოკვეთის მიზნით კარგი იქნება თუ მოსწავლეს შემდეგ ტესტს შევთავაზებთ:
ქვემოთ მოცემული წინადადებებიდან რომელი გამოხატავს შენს პოზიციას ყველაზე უკეთ.
პასუხები აღნიშნე ხუთბალიანი შეფასებით:
1. | დებატები იმ ადამიანებსთვისაა მოგონილი ვისაც კამათი უყვართ | |
2. | დებატებში მონაწილეობა ძალიან აღმაგზნებდა / იმოქმედებდა ჩემს ნერვებზე | |
3. | მიყვარს დებატები | |
4. | დებატები - ინფორმაციის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა | |
5. | არ ვენდობი იმ ადამიანებს, ვისაც დებატები ძალინ უყვარს | |
6. | კარგად კამათი იმავდროულად სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართალიც ხარ. | |
7. | დებატები უთანხმოებათა სააშკარაოზე გამოტანის საუკეთესო საშუალებაა | |
8. | ვფიქრობ, რომ დებატები სხვადასხვა იდეების შესწავლის საუკეთესო საშუალებაა | |
9. | დებატები სწრაფად აზროვნებას გვასწავლის | |
10. | ვფიქრობ, რომ დებატები სახიფათოა | |
11. | მათ ვისაც დებატები არ შეუძლიათ არც რაიმეს თქმის ძალა შესწევთ და ამის აღიარებაც არ უნდათ | |
1 - სრულიად არ ვეთანხმები
2 - ნაწილობრივ არ ვეთანხმები
3 - არ ვარ დარწმუნებული
4 - ვეთანხმები ნაწილობრივ
5 - სრულებით ვეთანხმები
ეს კითხვარი კლასში სხვადასხვა შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გააქტიურებას თავისთავად გამოიწვევს. ამ დროს მოსწავლე სამოქალაქო ცხოვრების ისეთ საკითხებზეც შეიძლება დაფიქრდეს, რომელიც დებატებისა და ღია დისკუსიის გარეშე ვერ გადაწყდება. ეს თემა შეიძლება იყოს სიკვდილით დასჯა. ამასთან წინადადებებს, რომელსაც სრულებით ეთანხმება და სრულებით არ ეთანხმება საპირისპირო პოზიციიდან დააკვირდება და საჭირო არგუმენტებს მოუძებნის.
დებატების გამოყენება
სიკვდილით დასჯის თემა საკმაოდ აქტუალურია კულტურული, პოლიტიკური და ზოგადად ღირებულებითი თვალსაზრისით. ამიტომ ბუნებრივია მოსწავლეები თემის გარშემო მრავალფეროვან ინფორმაციას მიაკვლევენ. ერთნი სიკვდილით დასჯის გამამართლებელ არგუმენტებს იპოვიან, მეორენი პირიქით - სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო არგუმენტებს. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ორივე გუნდის არგუმენტები მესამემ - საკუთარი პოზიციების დასაცავად გამოიყენოს. ამ ასაკის ბავშვებისათვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მიუხედავად, აქტიური მეთოდებით ჩატარებული ოცამდე თემის გავლის შემდეგ, კლასი საკმაოდ გახსნილი და გულახდილი იქნება. ბავშვები პიროვნული ამბიციებისა და ახირებების მიხედვით კი არ აირჩევენ, არამედ - არგუმენტებისა და კრიტერიუმების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე. მასწავლებლის მისიაა მოსწავლეებს დებატებით სწავლების სტრატეგია დაანახოს. „ამოგზაუროს“ შემეცნების ამ უაღრესად საინტერესო გზაზე, სადაც ცოდნის, განცდის, ემოციისა და დამოკიდებულების სინთეზი მიიღწევა.
მაინც რა უპირატესობა აქვს დებატებს?
1. დებატები სასწავლო პროცესის შესახებ ფიქრი და მასზე დაკვირვებაა. მოსწავლეებმა ბავშვობის ასაკიდან მეათე კალასამდე უმრავი რამ ისწავლეს. თავიდან ყველაფერი ერთი სიტყვის წარმოთქმით დაიწყო, შემდეგ ყველაფერი გამრავლდა და გაიშალა. დებატები არის ის საშუალება, რომელიც ამ სამყაროში საზღვრებისა და უსაზღვრობის, ნაწილისა და მთელის, სიტყვისა და საქმის პრინციპებს შეისწავლის, უკიდურესობებს გამოკვეთს და მსგავსება-განსხვავებებს წარმოაჩენს.
2. დებატები ინფორმაციის მოპოვების ეფექტური მეთოდია. მოსწავლემ დებატებში წარმატებისათვის უამრავი ახალი მასალა უნდა მოიძიოს. აქტიურად უსმინოს ოპონენტის ინფორმაციას და ის დიალოგის წარმართვისათვის გამოიყენეოს.
3. დებატები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ იდეები ზედმეტი რისკის გარეშე. ჩვეულებრივ კამათი შეიძლება კონტროლს აღარ დაემორჩილოს. დებატებისას პროცესები სრულად კონტროლდება. თავდაპირველად, მოსწავლეებს, წესები საკმაოდ მკაცრი და ძნელადდასაცველი ეჩვენებათ, მაგრამ მათ გარეშე სამართლიანობის შენარჩუნება და პირადი შეურაცყოფების გამორიცხვა შეუძლებელია.
4. დებატები იძლევა კამათის ხელოვნების პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. დებატებისათვის საჭირო უნერები აუცილებელია, როგორც პროფესიული განვითარებისათვის, ასევე ზოგადად სამოქალაქო ცხოვრებისათვის. ლოგიკურ მსჯელობაზე, დამამტკიცებელ მასალაზე, მაგალითებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული დასკვნა ანუ არგუმენტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის პოზიციას მტკიცეს ან მერყევს.
სასურველი იქნება სიკვდილით დასჯის თემაზე წარმართული დებატებისას პოზიციების წერილობით (ესსე) ჩამოსაყალიბებლად მოსწავლეებმა გაითვალისწინონ და დაიცვან ეს ოთხი პრინციპი.
დებატების კვლევა
ერთია დებატების უპირატესობის წარმოჩენა და მეორეა ამ უპირატესობათა კვლევა. მოსწავლეები რაიმე მოკლე და გასაგები ტექსტის საშუალებით დებატების გავლენას მათ ცნობიერებაზე, გულსა და ნებელობაზე მალევე განიცდიან. განსაკუთრებული სირთულის წესების დაცვის გარეშეც დებეტები პრობლემის ინდივიდუალური აღქმის თვალსაზრისით გამოსადეგი საშუალებაა.
დებატების დასაგემოვნებლად ერთი ლექსის წაკითხვაც ადვილად დაგვარწმუნებს. ლექსი სიკვდილთან მოდავე გონებისა და ამ ფაქტით აღშფოთებული გულის დიალოგს შეეხება (ავტორი: ფრანსუა ვიიონი).
ლექსის წაკითხვამდე მოსწავლეები: სიკვდილთან მოდავეთა შესახებ მსჯელობენ. ვინ, რატომ, რას, როგორ შეიძლება ამას ჩადიოდეს?
ჩამოწერენ სიკვდილთან შეთამამებულ პირთა თვისებებს.
გაბაასება საკუთარ გულთან
სხუელი: ვინ არის?
გული: მე ვარ, შენი გული.
სხუელი: ვინ?
გული: შენი გული.
ნახე რას ვგავარ, სისხლგამშრალი და გადაღლილი.
ბეწვზე ვკიდივარ.
სხუელი: აკი გიძლებს.
გული: გიჟი ხარ სრული!
სხუელი: რატომ, რას მერჩი?
გული: დაწანწალებ ქუჩის ძაღლივით, მე კი გამლიე.
სხუელი: არ ვიცოდი, ღმერთი და რჯული.
გული: მაშ რაა, ჯიქურ გამიმართე სიკვდილთან დავა!
სხუელი: რა და სიცოცხლის წყურვილია.
გული: არა ცოფია!
სხუელი: შემეშვი!
გული: მინდა მიგახვედრო!
სხუელი: მივხვდები თავად!
გული: მერედა როდის?
სხუელი: სიყმაწვილე როდესაც გავა.
გული: რა უნდა გითხრა.
სხუელი: ნურას მეტყვი, ასე ჯობია.
გული: თქვი, რას აპირებ?
სხუელი: კაცი ვიყო.
გული: თუ ავაზაკი? ოცდაათის ხარ!
სხუელი: მომპარვია ჯორის ასაკი.
გული: ყმაწვილი ვარო?
სხუელი: სიტყვას მოჰყვა.
გული: რა სიკვდილს ეძებ!
სხუელი: არ ვიცი.
გული: ღმერთო, აღარ შერჩა ჭკუის ნასახი! იცი კი რამე?
სხუელი: ვიცი.
გული: მაინც?
სხუელი: ვთქვათ ბუზი რძეზე. ზის შავი თეთრზე.
გული: სულ ეგ არის?
სხუელი: გეცოტაცება?
გული: მაგ ცოდნით ისევ მომიხერხებ შარში გავება! ზის შავი თეთრზე! წამოიწყო ფილოსოფია!
სხუელი: ნუ აყირავდი, არ გიხდება ეს გაავება.
გული: რა უნდა გითხრა.
სხუელი: ნურას მეტყვი, ასე ჯობია.
გული: არა, სულელი მაინც იყო, ჭკუანაკლული,
ან ბავშვობაში თავი გქონდეს ქვაზე დაკრული,
რაღაცა ახსნა იქნებოდა, რაღაც მიზეზი!
სიბინძურისკენ რომ მიიბრძვი თავგადაკლული,
გაქვს სილამაზის განცდა, ბრიყვო?
სხუელი: უფაქიზესი.
გული: ეტყობა, გიჟთან ვლაპარაკობ და არა საღთან,
ანაც ეგ თავი რიყის ქვაზე მაგარი გახდა,
ნახე, გასინჯე, ზედ რამდენი ჭდე და კოპია!
ზნე რომ იცვალო…
სხუელი: მე პირველი დავრჩები სახტად.
გული: რა უნდა გითხრა.
სხუელი: ნურას იტყვი, ასე ჯობია.
გული: ვერ გავჩუმდები!
სხუელი: მაშ, ვიდაოთ?
გული: მაშ უნ ვიდავებთ?
როდიდან მიდრკი ბნელისაკენ?
სხუელი: შობის დღიდანვე,
როცა სატურნმა ავბედითი ტვირთი ამკიდა.
გული: რა სიგიჟეა! თურმე ცოდვებს სიყრმით ზიდავენ!
უმანკო ძილით როცა სძინავთ, იმ ასაკიდან!
ბრიყვი რომ თვითონ შეეყრება ჭირსა და სნებას,
თურმე ნუ იტყვი, დამნაშავე ცის მნათობია!
ბრძენს უთქვამს: სობრძნით დაიურვის მნათობთა ნება.
სხუელი: სულ ტრაბახია, ვინც რად ჩნდება, იმადვე კვდება.
გული: რა უნდა გითხრა.
სხუელი: ნურას მეტყვი, ასე ჯობია.
გული: ვინძლო სიცოცხლე დიდხანს გინდა!
სხუელი: ღმერთმა ინებოს.
გული: იჯმენ, იქენჯნე, მიეჩვიე…
სხუელი: რას?
გული: მოთმინებას!
იწვრთენ, ისწავლე, ნუ ჩაგითრევს ბნელი დინება,
ორმოს ნუ ითხრი, გმე ქველთაგან რაც საგმობია!
ნუ ამჩატდები, მთავარია გულმოდგინება!
იმედით იყავ!
სხუელი: მაშ, შევთანხმდით: იღბლის იმედად!
გული: რა უნდა გითხრა.
სხუელი: ნურას იტყვი, ასე ჯობია.
ფარნსუა ვიიონი
თარგმანი: დავით წერედიანისა
მოსწავლეები სამკაციან ჯგუფებად იყოფიან და ორ ჯგუფს ქმნიან:
I.1. | II.1. |
I.2. | II.2. |
I.3. | II.3. |
I.4. | II.4. |
I ჯგუფის სამეულები მუშაობენ გონების სასარგებლო არგუმენტების მოძიებაზე, ხოლო II ჯგუფის სამეულები - გულის სასარგებლო არგუმენტებზე.
რამოდენიმე წუთის შემდეგ დიდი ჯგუფის წევრები რიგრიგობით გამოდიან და თავიანთ არგუმენტებსა და დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენენ. დანარჩენი მოსწავლეები ყველაფერს აფიქსირებენ, რათა ვინც ეთანხმება განაგრძოს მსჯელობა, მოწინააღმდეგეებმა კი - შეძლონ ოპონირება. მოხსენების შემდეგ საპრეზენტაციო მერხს სხვა სამეული იკვებს, ხოლო მომხსენებელი სამეული აგრძელებს ჩაწერასა და დაკვირვებას.
I | II |
ბოლოს მოსწავლეები საუბრობენ იმის შესახებ თუ რა ისწავლეს ამ მცირე დროის განმავლობაში? რომელი პოზიცია წარმოადგენდა უფრო დამაჯერებელ და სანდო არგუმენტებს? ვინ შეიცვალა და ვის განუმტკიცდა პოზიციები? და სხვ.
არაფორმალური ჯგუფური დებატები
მიზნების მისაღწევად დებატები არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. კამათში ჩართული დაპირისპირებულ მხარეთა არგუმენტების განხილვისათვის უმნიშვნელოვანესია გულახდილი და დაუფარავი მიმართვები. თითოეული მხარე რაც შეიძლება გულდასმით და პოზიციის მაქსიმალურად გაგების სურვილით უსმენს მოპაექრეთ. არსებობს სამი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა უსმენდე მოპაექრეს იმავე პასუხისმგებლობით როგორც ესაუბრები:
1. დებატები იმისთვის ტარდება, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მოიპოვონ ბავშვებმა, ამიტომ როცა ისინი უსმენენ მოპაექრეთ მეტს სწავლობენ;
2. კარგი მოდებატენი ყიველთვის ცდილობენ მოპაექრეთა არგუმენებს უპასუხონ, ამისათვის კი აქტიური მოსმენაა საჭირო.
3. მოპაექრეთა მიმართ თავაზიანობის გამომჟღავნება ძალზე იოლია, ამასთან იმაშიც დაინტერესუბულნი ვართ, რომ თავადაც გვისმინონ.
კამათის არგუმენტებზე იქონიეთ კონცენტრიდება და არა მონაწილეებზე.
დებატებში საკუთარ მრწამს ნაკლებად წარმოაჩენენ, აქ დამაჯერებელ და ნათელი არგუმენტების წარმოდგენას ცდილობენ ძირითადად. მოპაექრენი ლოგიკურ მსჯელობას უნდა შეეცადონ და ერთმანეთის პიროვნებაზე თავდასხმისაგან თავი უნდა შეიკავოს.
„დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი დაარჩეს, ჩემი ძმა იყო…
მამა-ჩვენი ღარიბი აზნაურის შვილი იყო. სიკვდილის შემდეგ ორი ძმა დავობლდით. დედაც მალე გაგვითხოვდა ქალაქში. მამის დანატოვარი დედულ-მამული მამინაცვალმა გაგვიყიდა და წაგვართვა. პატარაობა ობლობასა და ოხრობაში სოფლად გავატარეთ. მამინაცვალი, შინამოსამსახურე, ყველა შინაურები, ვისაც კი შეეძლო გვიტყაპუნებდნენ თავში. შველა არსად იყო. ბოლოს ცოტა რომ წამოვიზარდეთ მამინაცვალმა სალდათის შკოლაში მიგვაბარა და ამით თავიდამ მოგვიშორა. ამოგვართვეს სული ცემა-ტყეპითა. ვეღარ ავიტანეთ და გამოვიქეცით. სოფლის სახლს დავუბრუნდით და იქაც არ შეგვიშვეს. გამოვედით ამ ტრიალ დედამიწაზე უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი - ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისაკენ გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანს, გადავემტერეთ ყველას მამინცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. როცა პატარები ვიყავით ყველა ხედავდა რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ და არავინ გამოგვესარჩლა. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ ყველას გადვუხდი და როცა აღარ ვიქნები იქ ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს მინამ საქმეს. იქ სამართალი არ გაბრუნდდება.
ოთხი წლის წინათ ლოჭინის ხევში ორი დღის უჭმელი ორი ყმაწვილი მოდაგდათ. ჩემმა საცოდავმა, უჯათმა, თვითრჯულა და გულნამცეცა ძმა - ბეჟანმა, ღმერთმა მიპატიოს ის ერთადერთი სული, ის ერთადერთი ჩემი სისხლი და ხორცი, რომელიც დღეს კატასავით დამიხრჩვეს, გაგძარცვა. მიუხედავად შენი მზრუნველობისა მძინერე გაგძარცვეთ, გაგქურდეთ და ჩამოვედით ქალაქს. აქ ცოდვაც და მადლიც უფრო ხალვათად დადის, ორივეს დიდი შარაგზა აქვს. მას აქეთ დღე არ გამოსულა რომ არავინ არ გაგვეძარცვოს.
ამ 2 წლის წინათ თითქო ბედმა მიგვიყვანა მამინაცვლის სახლში. დედაჩვენი შინ არ იყო, სოფელში გაესტუმრებინა ქმარს. შევუცვივდით ღამე ორნივ ძმანი. მამინაცვალი შემოგვაკვდა. გვინდოდა აგვეკლო იქაურობა და ვეღარ მოვასწარით. შეგვიტყვეს. პოლიცია თავს დაგვესხა. მე კი განმოვასწარ, მაგრამ ჩემი საცოდავი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ. დღეს კი ჩემი ერთადერთი ძმა, ერთად-ერთი კეთილის-მყოფელი კატის კნუტსავით ჩამომიხრჩვეს. თქვენ იდექით და სეირს უყურებდით.
.. არ შეგარჩენთ, არა ამ ამბავს. ძმის სისხლა მინამ ცოცხალი ვარ ავიღებ.
მძულა ქვეყანა და ადამიანი უფრო. ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი. მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ - მრავალნი იქით. განკითხვის დღემ გამოაჩინოს საით არიან მატრრთალნი და საით მატყუანნი. მე ჩემი გზა მართლის გზა მგონია. მართალი ვარ თუ მტყუანი, - არ ვიცი. ეს კი ვიცი რომ ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა.
შენს სამს და ათ შაურს ერთი ათად გიბრუნებ. შენმა გულკეთილობამ რომ ტკბილი ნაღველი ჩამისახა გულში და კინაღამ არ დამიმორჩილა, აქამდის კიდევ გულში მიღვივის, როგორც ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალი.
მაგრამ განა შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემის მამინაცვლისა, განა შენ კი არ დამირჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!“
T პეტრესადმი მიწერილ წერილს ყველა მოსწავლე წაიკითხავს.
T დებატების დაწყებამდე კლასის საერთო შეხედულება ფასდება
პოზიცია / დრო | დაწყებამდე | დასასრულს |
გამართლებულია | | |
გაუმართლებელია | | |
ზოგჯერ გამართლებულია, ზოგჯერ გაუმართლებულია | | |
T დებატების თემა იქნება: `სიკვდილით დასჯა - გამართლებულია / გაუმართლებელია / გააჩნია შემთხვევას~
T შეირჩევა დებეტებში მოპაექრე 3 ჯგუფი. თვითოეულ მათგანს საკუთარი პოზიციის დასაცავად 12 წუთი მიეცემა. თვითოეულ არგუმენტს, რომელსაც მხარეები წარმოადგენენ, მოჰყვება შესაბამისი ადგილის ციტირება წერილიდან. ყოველი ახალი არგუმენტი თითო ქულად ფასდება, არგუმენტების გამეორება კი ქულებს არავის მატებს.
# | პოზიცია | დრო (წთ.) |
1 | გამართლებულია | 5 |
2 | გაუმართლებელია_გამართლებულიას | 1 |
3 | გაუმართლებელია | 5 |
4 | გამართლებულია_გაუმართლებელიას | 2 |
5 | ზოგჯერ | 5 |
6 | გამართლებულია_ზოგჯერს | 1 |
7 | გაუმართლებელია_ზოგჯერს | 1 |
8 | გამართლებულია | 5 |
9 | გაუმართლებელია | 5 |
10 | ზოგჯერ | 7 |
T დებატების დასასრულს კლასის საერთო შეხედულება კიდევ ერთხელ შეფასდება
პოზიცია / დრო | დაწყებამდე | დასასრულს |
გამართლებულია | | |
გაუმართლებელია | | |
ზოგჯერ გამართლებულია, ზოგჯერ გაუმართლებულია | | |
კამათი დებატებში
კამათის დროს მნიშვნელოვანია ფაქტების მოხმობა, მიზეზების ახსნა და მაგალითების მოშველიება. ამ დროს არგუმენტები დამოკიდებულია კამათის თემატიკაზე. „მოზაიკის“ მეთოდი დებატების დროსაც წარმატებით გამოიყენება.
„სარჩობელაზედ“ სრული ტექსტი და იგივე პრობლემა შეგვიძლია სხვაგვარადაც წარვმართოთ.
მოსწავლეები პირველ - მეოთხეზე გაითვლიან. თვითოეული ჯგუფი კამათის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს და ტექსტს ამრიგად განიხილავს.
დავალებების გასაცნობად მოსწავლეებს ხუთი წუთი ეძლევათ. აქაც ყოველი ახალი არგუმენტი ჯგუფს თითო ქულას მატებს. პრეზენტაციას ერთი მოსწავლე წარადგენს და შეფასება მის საფუძველზე მთელ ჯგუფს ეძლევა. ჯგუფი ოთხი მოსწავლისგან შედგება და თითოეულ მოსწავლეს თავისი დავალება ეძლევა. ერთი ჯგუფი სიკვდილით დასჯის გამართლებას ცდილობს, მეორე - მის გაუმართლებლობას ამტკიცებს.
ჯგუფის პირველი წევრი ანალოგია მსჯერლობა ანალოგიათა მიხედვით ფართოდ გამოიყენება. ამას ხელს არ უშლის ის გარემოება, რომ ხშირად მყარ ცოდნას არ იძლევა და ფინალი ალბათური დებულებებით მთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგია კამათის მეთოდი კი არა, არამედ მსმენელისათვის საკუთარი არგუმენტების ნათლად და გასაგებად მიტანის საშუალებაა. ანალოგია შენს მიერ აღწერილი ფაქტის ან მოვლენის შედარებაა მსმენისათვის უკვე კარგად ნაცნობ ფაქტთან თუ მოვლენასთან. ისეთი შედარება, რომელიც მსმენელ აუდიტორიას შენს აზრს ადვილად გააგებინებს. სიკვდილით დასჯის მიმართ პოზიციბის დასაცავად მოხმობილი არგუმენტები ანალოგიებით უნდა წარმოადგინოს. | ჯგუფის მეორე წევრი საეჭვო არგუმენტები / მსჯელობა ეჭვებზე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მიმართ ოპონენტის დამოკიდებულების წინასწარ გააზრება, ე.წ. თვითოპონირება და მისი განეიტრალება. ეს სტრატეგია მოწინააღმდეგე გუნდის არგუმენტების განადგურებას და განქარვებას ისახავს მიზნად. ეჭვებზე მსჯელობისას ორი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი: 1. საკამათოდ გამოტანილ უნდა იქნას ოპოზიციის მიერ სავარაუდოდ შერჩეული არგუმენტები. 2. გუნდმა არგუმენტების უარყოფა მთელი დამაჯერებლოლბით უნდა შეძლოს. მაგალითად თვითმკვლელობის, როგორც სიკვდილით თვითდასჯის, წინააღმდეგ მოყავთ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის დასაბუთება: „ადამიანს არა აქვს უფლება წაართვას საკუთარ თავს ის, რაც თვითონ არ მოუპოვებია“. ამ დასაბუთებიდან აშკარად მცდარი შედეგები გამოდის (ადამიანს უფლება არა აქვს მოიჭრას ფრჩხილები, შეიკრიჭოს თმა, გააჩუქოს მემკვიდრეობით მიღებული ნივთები და სხვ.) და მაშასადამე ეს დასაბუთება მცდარია, ანუ დაირღვა არა თეზისი, არამედ მსჯელობის უშედეგობა |
ჯგუფის მესამე წევრი დეფინიცია დებატებისას მნიშვნელოვანია დეფინიცია. დებატის დაწყებამდე მსჯელობაში გამოყენებული ცნებათა და ტერმინთა განმარტება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. გაცილებით მომგებიანია, როცა აუდიტორიის დასარწმუნებლად საჭირო (თქვენი პოზიციის განმტკიცებისთვის ხელსაყრელ) წესებსა და გაგებებს თავადვე სთავაზობთ მსმენელს. ამ ეტაპზე აუდიტორიის მხარდაჭერა თითქმის ყოველთვის გარანტირებულია. ამავდროულად საკითხი იმდენად მნიშვნელოვანიც შეიძლება გახდეს, რომ მთელი დებატი მხოლოდ მას მიეძღვნას. | ჯგუფის მეოთხე წევრი დაშვება ერთი შეხედვით ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დებატებისას შეგვმთხვეოდა ის იქნებოდა, რომ ოპონენტს შენს დამაჯერებლობასა და კომპეტენციაში ეჭვი შეეტანა. შენ ხომ სწორედ იმას ცდილობ, რომ მსმენელს საკუთარი ცოდნა, საკუთარი დასაბუთება და პოზიცია დააჯერო? აუდიტორია კიდევ უფრო დაგიჭერს მხარს თუ შენ თვითონ გამოთქვამ შენს ეჭვებს იმ ერთი ინფორმაციისა თუ არგუმენტის მიმართ, რომელშიც შესაძლოა მთლად დარწმუნებული არ ხარ. ცხადია ეს სტრატეგია მხოლოდ იმ არგუმენტის მიმარ თუნდა გამოვიყენოთ, რომელიც ყველაზე სუსტი და უსუსური გვგონია. ესაა ისეთი ერთგვარი გადასახადი, რომელიც დიდად არ დაგაზარალებს და იმავდროულად მსმენელის კეთილგანწყობასაც მოგიპოვებს. ასეთ შემთხვევაში ხშირად იყენებენ სიტყვას „მაგრამ“. |
მზადება დებატებისათვის:
1. მოსწავლეებისათვის კამათის განსაკუთრებული ფორმების აღმწერელი მითითებების დარიგება და ტექსტის ინდივიდუალური გაცნობა (5 წთ.)
2. კლასის დაყოფა ოთხ ჯგუფად (ყვალა პირველი ერთად, ყველა მეორე ერთად და ა.შ.) და დავალების ჯგუფური განხილვა (8 წთ.)
3. კლასის ისე დაყოფა, რომ თითო ჯგუფში კამათის ყველა ფორმის წარმომადგენელმა მოიყაროს თავი (სრულყოფილი ჯგუფები):
T პირველი სრულყოფილი ჯგუფი: პირველი წევრი, მეორე წევრი, მესამე წევრი, მეოთხე წევრი
T მეორე სრულყოფილი ჯგუფი: პირველი წევრი, მეორე წევრი, მესამე წევრი, მეოთხე წევრი და ა.შ. (2 წთ.)
4. მოთხრობიდან „T“ სქემაში სიკვდილით დასჯის გამამართლებელი და გამამტყუნებელი ხუთ-ხუთი არგუმენტის ჩამოწერა (10 წთ.)
გამართლებულია | გაუმართლებელია |
1. ----------------------------------------------------------------- 2. ----------------------------------------------------------------- 3. ----------------------------------------------------------------- 4. ----------------------------------------------------------------- 5. ----------------------------------------------------------------- | 1. ----------------------------------------------------------------- 2. ----------------------------------------------------------------- 3. ----------------------------------------------------------------- 4. ----------------------------------------------------------------- 5. ----------------------------------------------------------------- |
5. არგუმენტების „გონებრივი იერიშის“ მეთოდით გამოქვეყნება. მასწავლებელი ვატმანის ორ ფურცელს („გამართლებულია“ / „გაუმართლებელია“) მორიგეობით გადასცემს ჯგუფებს, რომლებიც მათ შესაბამისად ავსებენ. ბოლოს ფურცლები ყველასათვის დასანახ ადგილზე გამოიფინება. (5 წთ.)
6. ამ ეტაპზე მოსწავლეებს უნდა ვთხოვოთ ხუთ-ხუთი შეკითხვა დაუსვან პეტრესა და სიკვდილით დასჯილი ბეჟანის ძმას („T“ სქემა) (5 წთ.)
ბეჟანის ძმას | პეტრეს |
1. ----------------------------------------------------------------- 2. ----------------------------------------------------------------- 3. ----------------------------------------------------------------- 4. ----------------------------------------------------------------- 5. ----------------------------------------------------------------- | 1. ----------------------------------------------------------------- 2. ----------------------------------------------------------------- 3. ----------------------------------------------------------------- 4. ----------------------------------------------------------------- 5. ----------------------------------------------------------------- |
7. მასწავლებელი ვატმანის ფურცელზე, რომელსაც „T“ სქემაა გამოსახული („ბეჟანის ძმას“ / „პეტრეს“) მორიგეობით გადასცემს ჯგუფებს, რომლებიც მათ შესაბამისად ავსებენ. ბოლოს ფურცლები ყველასათვის დასანახ ადგილზე გამოიფინება. (5 წთ.)
8. ჯგუფებს შორის წილისყრა იმის შესახებ თუ ვინ გამოვა სიკვდილის დასჯის გამართლების და ვინ - მისი გაუმართლებლობის დასაცავად (დახურული ბარათების „გამართლებულია“, „გაუმართლებელია“ არჩევა). (2 წთ.)
საშინაო დავალება (3 წთ.):
1. „სრულყოფილი ჯგუფების“ თვითოეული წევრის მიერ შესაბამისი ფორმის კამათისათვის მზადება (მოთხრობის სრული ტექსტის მიხედვით)
მეორე მეცადინეობა:
1. სადემონსტრაციო დებატების გამართვა. დებატები შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება:
T გამართლებულია - პირველი „სრულყოფილი ჯგუფის“ მესამე წევრი
T გაუმართლებელია - მეორე „სრულყოფილი ჯგუფის“ მესამე წევრი
T გამართლებულია - პირველი „სრულყოფილი ჯგუფის“ პირველი წევრი
T გაუმართლებელია - მეორე „სრულყოფილი ჯგუფის“ პირველი წევრი
T გამართლებულია - პირველი „სრულყოფილი ჯგუფის“ მეორე წევრი
T გაუმართლებელია - მეორე „სრულყოფილი ჯგუფის“ მეორე წევრი
T გამართლებულია - პირველი „სრულყოფილი ჯგუფის“ მეოთხე წევრი
T გაუმართლებელია - მეორე „სრულყოფილი ჯგუფის“ მეოთხე წევრი
T თითოუელ მოხსენებას დაეთმობა 4 წუთი (სულ 32 წთ.).
1. დებატების ბოლოს მთელი კლასი „ხუთწუთიან თავისუფალ წერას“ ასრულებს:
„სიკვდილით დასჯა და სიცოცხლის ხელყოფა“ (5 წთ.).
2. თხზულებების პრეზენტაცია (5 წთ.)
სტრუქტურა
I ციკლი | ცნებების, ტერმინების, პოზიციებისა და წყაროების განსაზღვრა |
II ციკლი | ანალოგია |
III ციკლი | კონტრარგუმენტაცია |
IV ციკლი | საეჭვო არგუმენტები / მსჯელობა ეჭვებზე |
V ციკლი | სხვა არგუმენტები |
VI ციკლი | კონტრარგუმენტაცია |
VII ციკლი | (გრძელდება მასწავლებლის შეხედულების მიხედვით) |
პროცედურები
წესები
მზადება:
თავდაპირველად თემის შესახებ კლასში არსებული ზოგადი დამოკიდებულება გამოიკვლიეთ.
იდეების გენერირების შემდეგ გაანაწილეთ როლები. ორი ადამიანისათვის შეგვეძლო კონტრარგუმენტირება მიგვენდი, ორი-სამისთვის - ანალოგიის მომზადება და ა.შ. ამ შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით მოქმედებს.
დებატები:
მისი წარმატებული მიმდინარეობსთვის მასწავლებლის სიფხიზლესა და ორგანიზებულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
დამატებითი საქმიანობა:
T დებატების შემდეგ მასწავლებელი გუნდებს ცალ-ცალკე დამატებით უნდა შეხვდეს. მოსწავლეებთან ერთად გამოიკვლევს თუ როგორ ფუნქციონირებდა ჯგუფი. ამისათვის შემდეგი სახის შეკითხვების დასმა მოუწევს:




T ბოლოს მასწავლებელი, ჯგუფებთან შეთანხმებით, საკითხს განსაზოგადებლად და შესაჯამებლად კლასის წინაშე გამოიტანს.
ფორმალური დებატები
იმ დებატებთან შედარებით, რომელსაც აქამდე განვიხილავდით სრულყოფილი დებატები უფრო სტრუქტურირებულია. ამ მაღალი ხარისხის დებატებისათვის მისწავლეებს განსაკუთრებული წვრთნა დასჭირდებათ. ეს ნიშნავს შერჩეულ მისწავლეთა ვიწრო ჯგუფში, არც თუ იშვიათად ცალკეულ მოსწავლეებთან, უფრო ღრმად და დაწვრილებით უნდა განვიხილოთ, როგირც დებატების ფორმატის, ასევე თემატიკის მთელი რიგი ნიუანსები. აქამდე დებატებისათვის მხოლოდ მოსწავლეთა საკუთარი აზრი და გამოცდილება იყო ჩართული, მაგრამ მათ ჯერ არ უსარგებლიათ ბიბლიოთეკით, ფაქტების მოსაძიებლად დამატებით განსაკუთრებულად არ გარჯილან, არ დაჭირვებიათ ხელისუფლების დახმარება ან არ მიუღიათ სხვა რაიმე ზომები, რომელიც ფორმალური დებატებისათვის გამოადგებოდათ. დებატების ამ სახეობაში მონაწილეობისათვის ბიბლიოთეკის გამოყენება, ბიბლიოთეკარის კონსულტაციები და პერიოდული გამოცემების დამუშავების ცოდნა დაგვჭირდება.
მართალია ფორმალური დებატების ცალკეული სპეციფიკური ტიპები განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაინც არსებობს საერთო წესები და პროცედურები, რომლებიც ყველა სახეობის დებატებისათვის საერთოა. პირველ რიგში მოსწავლეებს გუნდის ჩამოყალიბებაში უნდა დავეხმაროთ. ცხადია ადამიანები განხვავებულ ნიჭებს ფლობენ, დებატები კი საუკეტესო საშუალებაა მათ განსავითარებლად.
მოსწავლე სხვადასხვა გზით იმახსოვრებს ან სწავლობს. თუ ჩვენ მხოლოდ ლექციის საშუალებით ვასწავლით, მაშინ სწავლაში მხოლოდ ვერბალურ-ლინგვისტური ნიჭის მქონე მსმენელებს ვუწყობთ ხელს და არა ყველას. არადა სწავლება ყველა ინტელექტის მსმენელს თანაბრად უნდა ეხებოდეს. სწავლების შინაარსი და ფორმა ყველა მსმენელს სასურველ გარემოს უნდა უქმნიდეს.
სამოქალაქო საზოგადოებაში, მრავალფეროვანი ღირებულების თანაარსებობის პირობებში, ყოველგვარი ნიჭის არსებობა საჭირო და სასურველია. გაკვეთილზე ინტელექტის განვითარების გათვალისწინებით ყველა მოსწავლეს იმაში დავეხმარებით, რაც უნდათ, რომ გააკეთონ და რასაც შინაგანად ესწრაფვიან.
გაკვეთილის დროს თუ მხოლოდ ერთი, გამორჩეული ინტელექტის შეფასებით ვართ დაკავებულნი, ზოგიერთ მოსწავლესაც მხოლოდ ისა აქვს აკვიატებული, დანარჩენები კი დუმილს არჩევენ; თუ ჩვენ მრავალმხრივი ინტელექტის შეფასებას შევეცდებით, მოსწავლეებიც გამოცოცხლდებიან. ისინი ხომ ნაირგვარ ინტელექტს ფლობენ. უნიკალური და განსხვავებული ინტელექტის გამოწვევაც და განსხვავებული ფასეულობის უნიკალური ინტელექტის სწავლების შეფასებაც შესაძლებელია. ამით მოსწავლეს თვითრწმენისა და უნიკალურობის გრძნობა უვითარდება.
ვერბალურ-ლინგვისტური ინტელექტის მქონე მოსწავლეს სიტყვიერი შემეცნების განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ის კარგად კითხულობს, წერს, მეტყველებს, ფლობს მდიდარ ლექსიკას, თხზავს მოთხრობებს, რითმავს სიტყვებს. ასეთი მოსწავლე ზეპირი მეტყველების, კითხვის, წერისა და დისკუსიის დროს უფრო უკეთ სწავლობს.
No comments:
Post a Comment