დებატების უმთავრესი და თავურგიული პირობა კრიტიკული მოსმენაა. სიტყვებით გამოთქმული წინადადებები ადამიანების ფიქრებისა და შინაგანი სამყაროს გადმოსაცემად გამოიყენება. ადამიანები განუწყვეტლივ და ყველგან საუბრობენ. საუბრობენ საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში, კინოთეატრებსა თუ ქუჩებში, რადიოსა თუ ტელევიზიაში და ზოგჯერ ამდენი ხმაურისაგან ყურთასმენა აღარ არის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ იშვიათად ნახავთ ისეთ სიტუაციებს, სადაც ერთმანეთს უსმენენ. უცნაური მდგომარეობა მაშინ იქმნება, როცა ენა - ურთიერთობის საშუალება - გამოუსადეგარი ხდება.
ინფორმაციის აღქმა და მისი გადამუშავება წარმატების მოპოვებისა და მართებული ორიენტირების შემუშავებისათვის აუცილებელია. თუ თანამოსაუბრეს ყურადღებით მოვუსმენთ გავიგებთ რა არგუმენტებსა და ინფორმაციას ეყრდნობა ის; თანამოსაუბრის მიზნებისა და ღირებულებების გაანალიზებას შევძლებთ; მსჯელობის მეთოდებსა და მჭევრმეტყველების მნიშვნელობაზე შევიქმნით წარმოდგენას;
ზოგადად კრიტიკული მოსმენა ანალიზისა და შეფასების პროცესია.
კრიტიკული მსმენელი განსჯისა და მსჯელობის დაწყებამდე მოთმინებით ელოდება `ყველა ფაქტისა და არგუმენტის წარმოჩენას~. მტკიცებულებებსა და არგუმენტებს სკეპტიკურად უყურებს. გულდასმით იკვლელს რა და რატომ იქნა წარმოდგენილი მსჯელობის დროს.
ზოგიერთიები ფიქრობენ, რომ კრიტიკული მოსმენა მხოლოდ ფორმალური მოვალეობების შესრულების დროსაა საჭირო, მაშინ როცა ოფიციოზთან, გამყიდველთან, მოქირავნესთან, იურისტთან, ფინანსისტთან, გამომცდელთან და სხვასთან გაქვს ურთიერთობა. თუ გავიხსენებთ რამდენად ხშირია ადამიანების მცდელობა დაარწმუნონ ერთმანეთი რაიმეში, ვნახავთ, რომ მოსმენას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
თანამოსაუბრეს ყოველთვის დიდი ყურადღებით უნდა ვუსმინოთ.
კრიტიკული მოსმენა სამი სტადიისაგან შედგება.
პირველი სტადიაა იმ ინფორმაციის აღდგენა რაც ამჟამად მოსმენილს შეესაბამება. მეორე სტადიაა - მოსმენილის შესახებ კრიტიკული შეკითხვების დასმა და თანამოსაუბრესთან დიალოგში შესავლა.
მესამე სტადიაა ინფორმაციის ანლიზი, მოსწავლის ხელთ არსებული ყველა თავისუფალი და შესაძლო პოზიციების განხილვა და შეფასება. ქვემოთწარმოდგენილი ჩამონათვალი დაეხმარება მოსწავლესკრიტიკული სმენისათვის საჭირო უნარის განვითარებაში.
კრიტიკული მსმენელი:
მოსმენის წინ
1. გამოავლინე ყველა ინფორმაცია, რაც თემასთან დაკავშირებით გაგიგონია და შეგისწავლია. ეს საშუალებას მოგცემს მოღებული ინფორმაცია წინასწარი წარმოდგენებისა და სტერეოტიპული მიდგომების გარეშე აღიქვა.
2. დაადგინე საკუთარი დამოკიდებულება მომხსენებლის მიმართ. ხომ არ გაქვთ მომხსენებლის მიმართ უნდობლობის ან წინასწარაკვიატებული წარმოდგენა ან დამოკიდებულება. თუ ეს ასეა, აღქმული ინფორმაციის გაანალიზებისა და გაგების დროს დაბრკოლებებსა და გაუგებრობებს წარმოქმნის.
3. გამოარკვიე მომხსენებლის შესაძლო კვალიფიკაცია, კომპეტენცია და დამოკიდებულება განსახილველი თემისადმი. რამდენად პატიოსანი და სამართლიანი პიროვნების სახელი აქვს მომხსენებელს?
4. განსაზღვრე საუბრის მიზნები. დაადგინე რა დრო და რესურსებია საჭირო თანამოსაუბრის გასაგებად და დასარწმუნებლად და რამდენად საჭიროა ეს.
5. მიადევნე თვალი თუ რა თანმიმდევრობით, რა ტექსტითა და საშუალებებით გადმოსცემს მომხსენებელი სათქმელს. მაგალითად: `ბისტროს~ გამყიდველი ჯანმრთელობისა და საკვებად ვარგისი პროდუქციით შენს დაინტერესებას ნაკლებად შეეცდება.
6. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წინასწარი კრიტერიუმების დადგენა. როგორია თქვენი მოლოდინი და საჭიროება, რომელსაც ინფორმაცია უზრუნველყოფს?
მოსმენის პროცესში
1. მოხსენების ტიპების გაანალიზება. მომხსენებელი მიმართავს ლოგიკისა და ემოციების არსენალს?
2. მომხსენებლის მიერ ხშირად განმეორებული საკვანძო სიტყვების ჩაწერა. ეს სიტყვები სასარგებლო ინფორმაციის მატარებელნი არიან. ეს სიტყვები გამიზნულია მსმენელზე ემოციური გავლენის მოსახდენად.
3. მომხსენებლის ჟესტიკულაციისა და `სხეულის ენის~ გაანალიზება. ბუნებრივად და ძალდაუტანებლად გადმოსცემს მომხსენებელი სათქმელს? ჟესტიკულაცია და ხმის ტემბრი, ხშირად, სუსტი არგუმენტების შესანიღბად გამოიყენება?
4. ლოგიკური გათვლები და არგუმენტირება. არის თუ არა მომხსენებლის ტექსტი მოზეზ-შედეგობრივ კავშირში თემასთან?
5. თავსატეხები და გონივრული კითხვები, რომლითაც გინდათ რომ მომხსენებელს მიმართოთ.
6. მომხსენებლის მიერ გადმოცემული ინფორმაციის დედააზრის პერიფრაზირება. იდეების საკუთარი სიტყვებით გადმოცემას ინფორმაციის გაგებისათვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია.
7. გრაფიკული ორგანიზატორებისა და გონებრივი რუკების შედგენა ინფორმაციის სტრუქტურის ჩასაწერად. ძირითადი სათქმელის ჩონჩხის აგება.
მოსმენის შემდგომ:
1. ჩავწეროთ მთელი მოხსენების შინაარსი ერთი შემაჯემებელი წინადადებით. როგორი იყო მოხსენების დედაარსი?
2. საკვანძო სიტყვებისა და არგუმენტების ჩამონათვალი ან მათი მიზეზების შესახებ საკუთარი სიტყვებით კომენტირება.
3. საკუთარი ემოციური პასუხის გაანალიზება. როგორ გრძნობ თავს? როგორ განაპირობა და გაააქტიურა მოხსენებამ ეს გრძნობები?
4. მოხსენებასთან დაკავშირებული ყველა ეჭვისა და გრძნობიერი აღქმის დაფიქსირება. როგორ შეიძლება ამას გაეცეს პასუხი? უმჯობესია ზეპირი თუ წერილობითი გამოხმაურება მომხსენებელთან? შესაძლებელია თუ არა ინფორმაციის მოპოვება სხვა წყაროდან?
5. გადაწყვეტილების მიღება ეთანხმებით თუ არა წარმოდგენილ ინფორმაციას. სწორია თუ არა წარმოდგენილი ინფორმაცია?
6. მოქმედების სტრატეგიის შემუშავება. მოსმენილისა და გაგონილის მნიშვნელობის დადგენა/განსაზღვრა.
მოსმენის დროს მომხსენებლის მიერ ყველა პასუხგაუცემელი შეკითხვაც უნდა დაფიქსირდეს, რასაც მოგვიანებით დაუსვამთ კიდეც მომხსენებელს.
ნდობა
ახალ ინფორმაციასთან შეხებისას ძნელია გადაწყვეტილებებისა და დასკვნეების გაკეთება. შეიძლება და საჭიროა ვენდოთ მომხსენებელს? რას აკეთებს მომხსენებელი ამისთვის?
T მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ თემები, რაზედაც მოხსენებებს მოამზადებენ და კრიტიკულ მოსმენას შეძლებენ. ამისათვის ერთი მომხსენებელი უნდა შეირჩეს და უმჯობესია ეს ყოველი ახალი თემის შემდეგ გაკეთდეს.
ჯგუფური მუშაობის შედეგად მოსწავლეები თავად დაადგენენ მოსაწვევ კანდიდატთა ნუსხას, განსაზღვრავენ ვინ და მომხსენებლის რა თვისებების გამო შეიძლება მოწვეულ იქნენ კრიტიკულ მოსმენაზე. წარმოადგენენ რეალურ კანდიდატთა მახასიათებლებსა და კრიტერიუმებს. კრიტიკული მოსმენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას ცნობილი პირებისა და საზოგადო მოღვაწეების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ადამიანის უფლებებზე, მოზარდთა დანაშაულებებზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და საყოველთაო კეილდღეობის საკითხებზე, წიგნის კითხვასა და წიგნიერებაზე, ნარკომანიასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ა.შ.
საკუთარი პასუხისმგებლობის შეგრძნება
ზოგჯერ დასმულ კითხვას არავითარი საერთო არა აქვს მომხსენებლის თემასთან და იგი ჩვენი უნდობლობიდან, წარმოდგენებიდან თუ წინასწარაკვიატებიდან იღებს საფუძველს. ზოგიერთმა სიტყვამ ან ფრაზამ შესაძლოა განსაკუთრებულად მოგვჭრას ყური და `მკვახე შეძახილად~ მოგვეჩვენოს ყველა თავისი შედეგებითა და გამოხმაურების საშუალებებით. კრიტიკული მოსმენის სწავლისას თვითკონტროლისა და თვითდაკვირვების უნარის განვითარება, ემოციების გაწონასწორება და განსჯით მიდგომაში მკვიდრად დარჩენა არსებითია.
მსჯელობა პარტნიორთან
მოსწავლეებს შემდეგი დავალების შესრულებას ვთავაზობთ:
1. ჩამოწერე 10 სიტყვა რომლის მოსმენაც შენს ემოციასა და გრძნობებს ყოველთვის აღელვებს
2. შეადარეთ პარტნიორისა და თქვენი სიტყვები ერთმანეთს. გამოარკვიეთ რომელი სიტყვებია საერთო?
3. მოახდინეთ სიტყვებისა და ფრაზების მასზე რეაგირების ემოციების მიხედვით კლასიფიცირება (მაგ.: მრისხანება, სევდა, სიხარიული, სიცილი და სხვ.)
4. როგორ აღიქვამთ მომხსენებლის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს? რა საშუალებებს ფლობს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხსენებლის მიერ მოქმედებაში მოყვანილმა სიტყვა-რეაქტორმა მოქმედება შეწყვიტოს ან შეანელოს.
ოფიციალური გამოსვლა
ფორმალური გამოსვლა სხვა ტიპის მოხსენებისაგან ორი უმთავრესი ასპექტით განსხვავდება. ესაა ადგილისა (სად გამოვდიბართ სითყვით) და აუდიტორიის (ვინაა ჩვანი მსმენელი) განსაზღვრა. ხშირად, ფორმალიური გამოსვლა ფართო აუდიტორიის წინაშე განსაკუთრებული შემთხვევების გამო კეთდება.
ერთი შეხედვით მოხსენება სამოსელივითაა. მოსწავლეები ადვილად მიხვდებიან თუ რას ნიშნავს ეს. კინოში წასასვლელად როცა ვემზადებით უბრალოდ ვიცვამთ, მაგრამ საქორწინო ნადიმზე საზეიმოდ ვეწყობით. როცა რომელიმე კლუბში ჩასაწერად თანაკლასელების დარწმუნებას ცდილობ, ამას უბრალო სასაუბრო ენით აკეთებ, მაგრამ ფართო აუდიტორიისადმი სერიოზულ თემებზე საუბრისას განსხვავებულ ლექსიკას იყენებ.
ფორმალურ გამოსვლას დანარჩენი ტიპის მოხსენებებისაგან სამი ძირითადი ფაქტორი გამოარჩევს:
მზადება
ფორმალური მოხსენება სიტყვის წარმოთქვამდე იქმნება. ამიტომ მსმენელებმა იციან, რომ რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით სათქმელი წინასწარ დაგეგმეთ და მასზე პასუხისმგებლობა ამ წინასწარმზადებაშივე გამოიხატება
სტილი
მოხსენება ატარებს ფორმალურ ხასიათს. მოსწავლეები მარტივად ანსხვავაებენ უფრსებთან თუ სკოლის ადნინისტრაციასთან მიმართვის ენას, მეგობრებთან ურთიერთობის ენისაგან.
სტილში იგულისხმრბა დგომა, ჟესტიკულაცის, ჩაცმულობა, მანერები.
შინაარსი
ფორმალური მოხსენება განსაკუთრებულად სტრუქტურირებულია. მასში სპეციფუკური ელემენტებია ჩართული, რომელიც გამოთქმული აზრის გასაძლიერებლას გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს გამოჩენილი ადამიანების შეხედულებეი ან ბიოგრაფიული მონაცემები ან ცნიბილი ლიტერატურული თუ ისტორიული პირების ნამოქმედარი.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: ბეჭდვით თუ ელექრტრონულ მედიში გავრცელებიული განათლების, ბიზნესის, პოლიტიკის, სოციალური მოვლენების, პიროვნული ცხოვრების შესახებ წარმოთქმული ფორმალური მოხსენებების ამოცნობა. იმავდროულად მნიშვნელოვანია შეძლონ აუდუტორიასთან მიმართვის თვალსაზღისით მოხსენებებს შორის არსებული განსხვავებები. მაგ. : გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომლის ადრესატები კურსდამთავრებულები, მშობლები თუ პედაგოგები არიან განსხვავებული შინაარსის მიმართვებს შეიცავენ. მოსწავლემ ამგავრი სიტყვის მომზადების დროს თანაკლასელებთან და პედაგოგებთან განვლილი რამოდენიმე წელიწადი უნდა გაიხსენოს. ამისათვის მას დღიურებზე, ჩანაწერებსა და დავალებებზე გადახედვა მოუწევს. მოხსენების სტილი მოკლე, ამასთან მოსწავლის პირადი შეხედულებებისა და გრძნობების აღმწერი უნდა იყოს.
ფორმალური მოხსენების დროს მაგალითების მოშველიება და მიზეზის წარმოჩენა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან ფორმალური მოხსენების სპეციფიკური თვისებებია :
T ციტირება
T მცირე ისტორიები
T სტატისტიკური მონაცემები
ციტირება/პერიფრაზირება
აზრის განვითარების პოპულარული მეთოდი მოაზროვნეთა მოსაზრებების მოშველიაბაა. ამისთვის გამოჩენლი ადამიანების ან ლიტერატურული გმირების სიტყვების ციტირებაც შეიძლება.
მოხსენების დროს ციტირებები გამოსადეგია შემდეგი მიზეზებისა გამო:
ციტირება: ციტირებული აზრი შეიძლება თქვენი არგუმენტისათვის უმთავრეს იდეას წარმოადგენდეს
T სანდოობა. როდესაც მიმართავ მათ აზრებს ვისაც თქვენზე მეტი გაქვლენა და უფლებამოსილება გააჩნია, თქვენ ამით მსმენელის თვალში ნდობას მოიპოვებთ
T ტონი. მოხსენებისთვის შესაბამისად ისეთი ტონი უნდა შეირჩეს, რომელიც უფრო ხშირად გამოიყენება ოფიციალური მოხსენებისა და მიმართვების დროს.
T პრესტიჟი. აუდიტორია დარწმუნებულია, რომ მომხსენებელი თემის შესახებ ყველაზე ინფორმირებული და გათვითცნობიერებული პიროვნებაა. მას სპეციალურად სიტყვაც კი აქვს მომზადებული. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოხსენება იმოწმებს ციტატებს, მოსაზრებებსა და პეროფრაზებს.
ეს უკანასკნელნი სათქმელს ორგანულად უნდა ერწყმოდნენ, ავსებდნენ მას, ხოლო მსმენელს კი აღქმაში ეხმარებოდნენ.
მცირე ისტორიები
აუდიტორიასთან უშუალო, გულახდილი და ღია ურთიერთობების დასამყარებლად გამოიყენება მცირე ისტორიების მოყოლა.
მოხსენების დროს მცირე ისტორიების მოყოლა შემდეგი მიზეზების გამო შეიძლება დაგვჭირდეს:
როცა კონკრეტული შემთხვევების განზოგადებას, კერძო ფაქტებიდან და შემთხვევებიდან ზოდაგი დასკვნის გამოყვანას ვცდილობთ ანუ საკითხის გახსნის ინდუქციური აზროვნების გზას ვადგავართ.
რაიმე ამბავს მსმენელის განსაკუთრებული ყურადღების აღძვრა შეუძლია. ამბავი გარკვეულ მოლოდინსაც იწვევს, ხოლო ზოგადად, ამბის მოყოლის დროს, მოხსენებისადმი ინტერესი იზრდება. უნდა ითქვა, რომ ადამიანებს ამბების მოყოლა უყვართ, მოხსენების დროს კი მცირე ისტორიებს აუდიტორიის აქტიური მსმენელის მდგომარეობაში გადაყვანა შეუძლიათ.
მცირე ისტორიები ოფიციალურ მოხსენებას უშუალობის ელფერს ძენს და მსმენელშიც ადექვატურ განწყობას ბადებს. ასეთი მოხსენება პიროვნულ ხმად გაისმის და პატივსაცემია.
იმისათვის, რომ აუდიტორაში მსხდომი ადამიანები გვისმენდეს ეფექტური საშუალებაა იუმორი. ამბებსა და მცირე ისტორიებსაც ზოგჯერ სწორედ ამ იუმორისტული თავგადასავლების გამო მიმართავენ.
სტატისტიკური მონაცემები
„არსებობს სიცრუე, მტკნარი სიცრუე და სტატისტიკა“
ერთი მწერლის ნათქვამიდან
ზოგიერთი ადამიანი ეთანხმება ამ გამოთქმას, მაგრამ სტატისტიკური მონაცამები დღემდე არგუნენტირების ეფექტურ საშუალებად რჩება. სტატისტიკური მონაცემების გამოყენებისას პატიოსნება და საღი აზრია საჭირო. ადამიანები უფრო ადვილად რწმუნდებიან ციფრებით, ვიდრე მოსაზრებებით, რადგან ციფრები „უფრო ფაქტიურად“ გამოიყურებიან. როცა მომხსენებელი ციფრებს მიადგება აუდიტორიის ეჭვები და მერყეობა ქრება, რის შემდეგაც მსმენელებში თანხმობა და „იდილია“ ისადგურებს. იმისათვის, რომ მომხსენებელიცა და მსმენელებიც საბოლოოდ გაწბილებულნი არ დარჩნენ მოსწავლეებს რამდენიმე წესის დაცვა უნდა შევახსენოთ :
T მომხსენებლის მოსაზრებებსა და სტატისტიკურ მონაცემებს შორის პირდაპირი კავშირი უნდა არსებებდეს.
T სტატისტიკური მაჩვენებლები ადვილად აღქმადი უნდა იყოს, რადგან მსმენელის ყურადღება აზრის გამოსატანად ზედმეტად არ გადაიძაბოს და გადაიტვირთოს - განსაკუთრებული ფორმულები და გამოთვლები არ დაჭირდეს მას.
სტატისტიკური მონაცემები არგუმენტების გასაძლიერებლად და მსმენელისათვის აზრის გასაგებად მცირე დოზებით უნდა გამოვიყენოთ.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეს ამგვარ ინსტრუქტაჟს ჩავუტარებთ იგი შერჩეული მოხსენებისათვის რამოდენიმე ციტატის, პერიფრაზის მოხმობას შეძლებს, ხოლო მოხსენების დასასრულს არც ქვემორე კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდება :
T რამდენად ეფექტურად იქნა შერჩეული ციტატა?
T რამდენად გასაგები და თემატურად მისადაგებული იყო ციტატის ინტერპრეტაცია?
T მოხსენების ტექსტი განმარტავდა ციტატას თუ ციტატა იძლეოდა ტექსტის ილუსტრირების საშუალებას?
T რამდენად ორგანულად იყო ჩაქსოვილი მოხსენების ტექსტში ციტატა?
T რას ემსახურებოდა მცირე ისტორიებისა და თავგადასავლების თხრობა? რა ადგილე ეჭირა მას საერთო მოხსენებაში? რამდენად მიაღწია მოხსენების ამ ნაწილმა დასახულ მიზანს?
T როგორ მოხდა სტატისტიკური მონაცემების გააქტიურება?
შესავალი
ოფიციალურ მოხსენებას შეიძლება მცირე შესავალი და დასასრული გააჩნდეს.
შესავალის ფუნქციაა გაააქტიუროს მსმენელის ყურადღება და უზრუნველყოს სასურველ ინფორმაციაზე მისი კონცენტრირება. აქ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციტირება-პერიფრაზირებაც, მაგრამ უმთავრესია, რომ გამოიკვეთოს:
T მნიშვნელობა / აქტუალობა: მსმენელი უფრო ყურადღებით მოისმენს მოხსენებას მას შემდეგ რაც პრობლემის მნიშვნელობას და მის აქტუალობას მოისმენს.
T მიზანი : მსმენელი მოხსენების მიზანდასახულობაში იმთავითვე უნდა იყოს გაცნობიერებული.
დასასრული
ციტირება და მცირე ისტორიები შესავალის მსგავსად აქაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ. დასასრული იმისაა, რომ ყველაფერი მიკლედ, კონკრეტულად, ნათლად უნდა შევაჯამოთ. ეს უკანასკნელი მთელი მოხსენების დედააზრს უყნდა გადმოსცემდეს და ხაზგასმით აფიქსირებდეს (განმეორებით შეახსენებდეს მსმენელს) მოხსენების მიზანს და მისი მიღწევის მცდელობისთვის დაძლეულ ეტაპებს.
თუ მოხსენება ვინმეს დარწმუნებას ისახავს მიზნად, მომხსენებელმა კიდევ ერთხელ უნდა მოახდინოს მისი არგუმენტების გენერალიზაცია, შეჯამება.
ოფიციალური მოხსენების მომზადების სტადიები:
კვლევის სტადია
1. ყურადღებით გავეცნოთ მოხსენების შესახებ არსებულ ყველა მითითებას: რა დროში უნდა ჩავეტიოთ? რამდენი მსმენელი გვეყოლება? თუ მოხსენებას ასპარეზობის სახე ექნება წინასწარ უნდა დავადგინოთ შეფასების კრიტერიუმები.
2. საჭიროა თემის შერჩევა. ზოგჯერ მოსწავლეს შეიძლება მთლიანი თემის კი არა , მისი რომელიმე ნაწილის განხილვა მოუწიოს. მოსწავლეებს ნებისმიერ თემასა თუ მის ცალკეულ ასპექტებთან ერთნაირი მაღალი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება მართებთ. მათ უნდა სცადონ საკითხი ახალი რაკურსით წარმოაჩინონ. ყოველ შემთხვევეში ის მაინც უნდა მოახერხონ, რომ საკუთარი მცდელობა და პასუხისმგებლობა დაანახონ მსმენელს.
3. მოსწავლემ უნდა დაადგინოს რა სახის ინფორმაციის მოპოვება ჭირდება მას და სად უნდა შეძლოს ამ მასალების მოძიება. ამისათვის სკოლის ბიბლიოთეკაც შეიძლება გამოვიყენოთ. ზოგჯერ, მოსწავლე, სასურველ ინფორმაციას სკოლის ბიბლიოთეკაში შეიძლება ვერ შეხვდეს. მაშინ მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიძიოს რაიონული, საქალაქო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები, მათი ფილიალები და დაადგინოს არის თუ არა მოსწავლისათვის საჭირო ინფორმაცია აქ. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა კონკრეტული პიროვნრბისგან ან რომელიმე საზოგადოებრივო ორგანიზაციისგან ინტერვიუს გზით მოპოვებული ინფორმაცია გახდეს საჭირო.
4. მოსწავლეებს მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყაროებზე ზუსტი მისამართები უნდა გააჩნდეთ. მოხსენების დროს მსმენელს ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. ამავე დროს მოსწავლემ წინასწარვე კარგად უნდა იცოდეს თუ როგორ უნდა მოიპოვოს ესა თუ ის ინფორმასია და რა დაჭირდება ამისათვის.
ტექსტის დაწერის სტადია
1. მოსწავლეს მართებს მოხსენების ძირითადი თეზისების ჩამოწერა და მოხსენების თემისათვის საკმარისი არგუმენტების გენერირება.
2. შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია მოხსენების ძირითადი ნაწილის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე შესავალისა და დასასრულის დაწერა გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა.
3. მას შემდეგ, რაც მოხსენების ძირითადი ნაწილი შეიქმნება საჭიროა მოსწავლემ ის ხმამაღლა წაიკითხოს და აუდიო-მაგნიტოფონზე ჩაიწეროს. შემდეგ მოუსმინოს და ნაწერის გასწვრივ შენიშვნები და შესწორებები შეიტანოს.
4. ამ ეტაპზე მოხსენების სრული ვარიანტის შექმნაა საჭირო. ინფორმაცია დეტალიზებულია. ტექსტი ნათლად და აუდიტორიისთვის სრულიად გასაგებადაა ჩამოყალიბებული.
5. შესავალისა და დასასრულის შექმნა. შესავალში მსმენელის მოტივაციის გამომწვევი, ხოლო დასასრულში მოხსენების დედაარსი და შეჯამება უნდა აისახოს.
მოხსენების გადასინჯვის სტადია
1. მოსწავლემ მოხსენება უნდა წაიკითხოს ნელა. მას უნდა შეეძლოს მოხსენებისათვის განკუთვნილი რეგლამენტის დაცვა, ლოგიკური აქცენტების გამოკვეთა და იმ პაუზების გაკეთება, რომელიც აუდიტორიას ნათქვამზე რეაგირებისათვის ჭირდება.
2. საჭიროა მოსწავლემ აუდიტორიის წინაშე წარდგომამდე მოხსენების ტექსტი პირველ-მსმენელს წაუკითხოს. დააკვირდეს მის რეაქციას და დამოკიდებულებას ტექსტთან მიმართებით. სთხოვოს პირველ-მსმენელს მოხსენების შესახებ შეკითხვები და შენიშვნები გამოთქვას. შემდეგ კი ყველას შენიშვნა გაითვალისწინოს და თუ საჭიროდ ჩათვლის ტექსტში შესწორებები შეიტანოს.
3. პირველ-წამკითხველის შემდეგ მოხსენების ტექსტი ხუთ-ცხრა კაციან მცირე ჯგუფს წაუკითხოს. სთხოვოს ჯგუფს შეკითხვები და შენიშვნები გამოთქვან მოხსენების შესახებ. შემდეგ კი ყველას შენიშვნა გაითვალისწინოს და თუ საჭიროდ ჩათვლის ტექსტში შესწორებები შეიტანოს.
4. მოხსენების ტექსტის საბოლოოდ დადგენის სემდეგ მოსწავლემ დედნის ერთი ასლი კიდევ შექმნას, რათა მოულოდნელი ცვლილებების შესატანად მზადა იყოს. ამ სარედაქციო ეგზემპლარს მოზრდილი ველი უნდა გააჩნდეს, რათა ცვლილებებისა და დამატებების შეტანა იოლად მოხერხდეს.
5. ტექსტის ენა მარტივი, ყველესათვის გასაგები და ბუნებრივი უნდა იყოს
ოფიციალური მოხსენების წარმოთქმა
მას შემდეგ, რაც მოხსენების ტექსტი მზადაა, მოსწავლემ მისი სადემონსტრაციოდ მოსამზადებელი გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს.
მოხსენების წარმოთქმამდე
1. ვთხოვოთ მოსწავლეებს ოფიციაოლური მოხსენებისათვის განკუთვნილი აუდიტორია წინასწარ დავათავლიერონ. შეამოწმონ აქ ხმის გავრცელება.
2. თუ ხმა გამაძლიერებლების საშუალებით ვრცელდება დააკვირდნენ სხვა გამომსლვლელებს: როგირ იყენებენ ისინი ამ აპარატურას.
3. უშუალოდ გამოსვლის წინ ნაყინს, მზესუმზირას, ფუნთუშას ან კოკა-კოლას, შოკოლადს, ყავას ნუ მიირთმევენ, ნურც საღეჭი რეზინის ღეჭვას მოჰყვებიან, რადგან შესაძლოა ამან მომეტებული ნერწყვდენა გამოიწვიოს და მოხსენების დროს უხერხულობა შეუქმნას მათ.
მოხსენების წარმოთქმა
1. როცა დრო მოვა, აუხსენით მოსწავლეს, რომ ნუ აჩქარდება, დინჯად გამოვიდეს. აუდიტორიას პირველივე წუთებიდანვე მისი დანახვისთანავე შთაბეჭდილება, ხოლო მოხსენების მიმართ _ განწყობა ექმნება. კიდევ ერთხელ მოსინჯოს მიკროფონი და დარწმუნდეს ისმის თუ არა მისი ხმა დარბაზში.
2. მოხსენება ოდნავი პაუზის შემდეგ დაიწყოს, მას შემდეგ, რაც აუდიტორია გაჩუმდება და უსმენს.
3. ისაუბროს დინჯად დამაჯერებლად. იმაზე ოდნავ ხმამაღლა ვიდრე ჩვეულებრივ საუბრობს. დარბაზში გამაძლიერებლების მიერ გავრცელებულ ხმას კი არ უსმინოს, არამედ აზრის შინაგან განვითარებასა და გამაძლიერებლამდე მისულ ხმას.
4. დააკვირდეს უკანა რიგებს და მათ რეაქციაზე შეიტყოს ესმით თუ არა ნაუბარი. მოხსენების ბილოსთვის კი მთელი აუდიტორიის აღქმა უნდა შეეძლოს, მისი მზერა ყველას თანაბრად უნდა სწვდებოდეს.
5. მოხსენების კითხვისას გამომსვლელს პაუზის გაკეთება და აქცენტების დასმა არ უნდა დაავიწყდეს. მოხსენებაში ჩართული იუმორის გასათავისებლად (სიცილისა და ოდნავი გადალაპარაკების) გარკვეული დრო უნდა დუთმოს აუდიტორიას.
6. მოხსენების დასასრულს ნუ მიაფუჩეჩებს. მისი ხმა და მეტყველება გამოკვეთილი და რიტმული უნდა უყოს მთელი მოხსენების განმავლობაში. ბოლოს აუდიტორიის მიმართ ყურადღებისათვის მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ.
https://picasaweb.google.com/113430283429746386355/cLyZhF?feat=directlink
ReplyDelete