მიმდინარე წლის 28 იანვარს სსიპ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთათვის გამოაცხადა სასწავლო პროექტების კონკურსი – ქართველი მწერლები თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობათა კვალდაკვალ
კონკურსი მიზნად ისახავდა:
1. ქართული ლიტერატურის შესწავლას თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა კონტექსტში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა პოპულარიზაციას.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლით: ქართული ენისა და ლიტერატურის ნებისმიერ პედაგოგს, რომელიც მიმდინარე (2010-2011) სასწავლო წელს დაკავებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და/ან საშუალო საფეხურებზე;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს პროექტი, რომლის მიზანიც იქნება ილია ჭავჭავაძის ან იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების სწავლება თანამედროვე სამოქალაქო ფასეულობებთან (აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე გენდერული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თანასწორობა და სხვ.) მიმართებით.
შესაძლებელია, პროექტებში წარმოჩენილი იყოს მხოლოდ ერთი, ან ერთზე მეტი სამოქალაქო ფასეულობა.
No comments:
Post a Comment