Friday, April 15, 2011

მოსწავლე სიტყვიერ შემეცნებაშია მაშინ, როცა:

*        სწავლობს კითხვის, წერის, მსჯელობის საშუალებით
*        ამყარებს ეფექტურ ურთიერთობებს
*        ფლობს მდიდარ ლექსიკას
*        წერს სუფთად
*        ადვილად მარცვლავს სიტყვებს
*        ფიქრობს სიტყვებზე

იდეები და აქტივობები სამოქალაქო განათლების მეცადინეობებისათვის.
რა დავალებები უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს ვერბალურ-ლინგვისტური ნიჭის განსავითარებლად
კითხვა
*        ზოგადად, რაც შეიძლება მეტი კითხვა და მასთან დაკავშირებული დავალებები
მჭევრმეტყველება და დისკუსია
*        კომუნიკაცია და იდეების შერჩევა
*        დისკუსია და დებატები
*        კონცეფციის წარმოდგენა
*        მოხსენებებისა და სიტყვების წარმოთქმა
*        მოთხრობებისა და ამბების მოყოლა
*        ანეკდოტების, ანდაზების, გამოცანების, შარადების მოყოლა
წერა
*        შედარება და კონტრასტები
*        სლოგანის შექმნა
*        კროსვორდებისა და მოზაიკის შედგენა
*        შემოქმედებითი წერა
*        აღწერილობითი წერა
*        ჟურნალის ან დღიურის წარმოება
*        ვებ-გვერდის გაკეთება
*        ბიოგრაფიის წერა
*        წიგნის განხილვა
*        წერილის შედგენა
*        თხზულების წერა
*        ავტობიოგრაფიის წერა
*        საგაზეთო სტატიის წერა
*        განცხადების შედგენა
*        ლექსების წერა
*        კაფიებისა და სკეტჩების წერა
*        კვლევის შესახებ ანგარიშის შედგენა
*        მოხსენების დაწერა
*        ინსტრუქციის შედგენა
ენა
*        ლექსიკონის შედგენა და სიტყვების დასწავლა
*        პრაქტიკული გრამატიკა და სიტყვის წარმოთქმა
*        სიტყვათა ეტიმოლოგიის შესწავლა

               
მოსწავლეთა ინტელექტუალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური თავისებურებების გათვალისწინებით მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს სადებატო ჯგუფების შედგენაში. ასევე ადგენს დებატების წარმართვის ფორმატს და წესებს, რომელსაც მოსწავლეები დაიცავენ. არსებობს დებატების პროცედურების დადგენილი ფორმა, რომელსაც მონაწილემ უნდა მისდიოს.

როგორ მოვამზადოთ კლასი ფორმალური დებატებისათვის?
1.        შევარჩიუთ სამოქალაქო საზოგადოებისათვის აქტუალური თემები და კლასს მისი განხილვა შევთავაზოთ. ამ დროს სასურველია მათ ამგვარი კითხვები დავუსვათ:
*        რას აკეთებს ჯგუფის თვითოეული წევრი დებატების დროს?
*        მზად არის თუ არა ჯგუფი თავიანთი საქმიანობის ნებისმიერი ვარიაციებით გადათამაშებისათვის?
*        შეუძლია თუ არა ჯგუფს წარმოდგენილი თემატიკის ინტერპრეტირება? გადამოწმებულია თუ არა მათ ხელთ არსებული ყველა წყარო და ლიტერატურა? ხომ არ აღმოჩნდებიან მოპაექრე გუნდების მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციებისა და თვალსაზრისების ამარა?
*        რა უნდა დაამტკიცოს დებატების დროს თქვენმა გუნდმა? (შეგიძლიათ თუ არა დაამტკიცოთ, რომ თქვენი პოზიციაა აბსოლიტურად სწორი პოზიცია ან შესაძლოა, რომ სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი - მართებული? შეგიძლიათ თუ არა ივარაუდოთ საპირისპირო ჯგუფის მტკიცებულებები და დაასაბუთოთ, რომ ისინი მცდარია?).
2.        შესაძლო არგუმენტების გენერირებისათვის  ჩავატაროთ გონებრივი იერიში და შედეგები დავაფიქსიროთ
3.        შევქმნათ ინფორმაციის სახეობებისა და წყაროების ჩამონათვალი, რომლებსაც მოსწავლეები კვლევის დროს გამოიყენებენ და დაეყრდნობიან.
4.        დავუკავშირდეთ ბიბლიოთეკარს და გავაფრთხილოთ, რათა მან კლასში დაგეგმილი დებატების თემატიკასთან დაკავშირებით მოსწავლეებს კონსულტაციები ჩაუტეროს. წინასწარ ნახეთ არის თუ არა ბიბლიოთეკაში რაიმე ლიტერატურა ისეთი, თქვენს მიერ დაგეგმილ თემატიკას რომ შეესაბამებოდეს. მონიშნეთ კატალოგის თემატური და ანბანური სახელწოდებები, რათა თქვენ მოსწავლეებს სასურველი ლიტერატურას პოვნა გაუადვილდეთ.
5.        ინფორმაციისა და არგუმენტების მოძიებისას მოსწავლეები წაახალისეთ. ეცადეთ დაარწმუნოთ მოსწავლეები იმას, რომ ყველაფერს რასაც არგუმენტებისათვის მიაკვლევენ ზუსტი სქოლიოებიც დაურთონ. კერძოდ, მიუთითონ:
*        ავტორი
*        წიგნის / სტატიის / ნაშრომის სახელწოდება
*        გამოცემის ადგილი და გამომცემლობა
*        გამოცემის წელი
*        გვერდი
თუ პერიოდულ გამოცემას იყენებენ, როგორც წყაროს უნდა მიუთითონ:
*        ავტორი
*        წერილის / სტატიის სახელწოდება
*        პერიოდიკის დასახელება
*        პერიოდიკის ნომერი, რიცხვი, თვე, წელი
*        გვერდი
ეს აუცილებელია. მაშინ, როცა ოპონენტი მხარე ჯგუფს მოპოვებული ინფორმაციისა და მასალების სანდოობის დასაბუთებას მოსთხოვს, მას უნდა შეეძლოს ყველა დასახელებული ბეჭდვითი (თუ, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ელექტრონული) ინფორმაციის წყაროს ზუსტი მისამართს მითითება.
6.        აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათთვისვე უმჯობესია თუ იმ ლიტერატურასაც ზედმიწევნით გაეცნობიან, რომელიც შესაძლოა, რომ მოპაექრე ჯგუფმა დაამუშაოს. ეს მათი უსაფრთხოებისათვის წინასწარი თადარიგის დაჭერა იქნებოდა.
7.        ეცადეთ ყველაზე ეფექტური არგუმენტების შერჩავა ჯგუფის მომხრეთა რაც შეიძლება ფართო აუდიტორიაში მოახდინოთ. აქვე განიხილეთ დებატირების მეთოდები და სტრატეგია.  დააფიქრეთ თქვენი მოსწავლეები იმაზე, რომ არგუმენტები კლასისთვის აქტუალური, ემოციურად დატვირთული და ლოგიკურად გამართული იყოს. დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი ხასიათის კითხვა: როგორ უნდა მივუდგეთ სადებატო თემატიკას და რა სტრატეგიით უნდა განვახორციელოთ საკუთარი არგუმენტების დეკლარირება? დებატების რომელ ფორმატში უკეთ გრძნობთ თავს არაოფიციალურში თუ ოფიციალურში? რატომ?
8.        ეცადეთ მოსწავლეები დააფიქროთ მათი მოწინააღმდეგე ჯგუფის არგუმენტების შესახებ. დაანახვეთ ის და მოამზადეთ კონტრტარგუმენტაციისათვის. დასვით შემდეგი ხასიათის შეკითხვები: რაში მდგომარეობს თქვენი ოპონენტების არგუმენტთა ძლიერი / სუსტი მხარე? სად და როდის შეიძლება შემოგიტიონ საკუთარი არგუმენტების დაგმოცემისას?
9.        კამათის დანაწევრება. მასწავლებლის მითითებითა და ჯგუფის თანამშრომლობით ყველა მოსწავლეს საკუთარი დავალება და საქმიანობის განსაზღვრული მოცულობა ექნება შესასრულებელი. ცხადია ყველაზე ძლიერ არგუმენტს ტველაზე მოხერხებულ და ლოგიკურად Gგამართულად მოპაექრეს გადასცემთ წარმოსადგენად, მაგრამ დრო თუ როდის უნდა დაიწყოს მოდებატემ მისი დეკლარირება გუნდმა უშუალოდ დებატის პროცესში უნდა გადაწყვიტოს. სასურველია ეს მოხდეს მაშინ როცა მოპაექრე მხარეს ყველა არგუმენტი ნათქვამი აქვს და თავი გამარჯვებული ქგინია. ამ წამის მოლოდინში ისე არ უნდა მოხდეს, რომ მისი დეკლარირება დაგვიანდეს. მოსწავლე, რომელიც მთავარი არგუმენტით წრსდგება ოპონენტების წინაშე გამჭრიახი და სხარტი გონების პატრონი უნდა იყოს, რათა მან ადვილად შეძლოს მოწინააღმდეგე ბუნდის კონტრარგუმენტების მოგერიება და გაუვნებელყოფა.
9.
10.     საერთოდ გამოცდილი და აღიარებული მოკამათენი მოკლე თეზისებით სარგებლობენ.  ამ ეტეპამდე მათ ხანგრძლივი მზადებისა და პაექრობების გზა განვლეს. ამიტომაც მასწავლებელმა დებატებში ჩართულ მოსწავლეებს თავიანთი გამოსვლის სრული ტექსტის Aშექმნა უნდა შესთავაზოს. ეს, გარდა იმისა, რომ სამოქალაქო პროცესებისადმი აზრის წერილობით ჩამოყალიბების კულტურას გამოუმუშავებს, მოსწავლეთა პორტფოლიოს შექმნისთვისაც სასარგებლოა. თუ მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან თავიანთი მჭევრმეტყველების წარმატებულობაში, გამოსვლის, ერთგვარი `გონებრივი რუკის~ შედგენა მაინც უნდა შეძლონ. ამავე დროს სასურველი იქნება თუ თავს მოვუყრით დასახელებული არგუმენტების დოკუმენტალურად დამადასტურებელი წყაროებისა და ლიტერატურის ასლებსაც.
11.     გამოსვლის სტრუქტურირება. ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ ის ყველაფერი რაც წინა გვერდებზე ოფიციალური გამოსვლის შესახებ ვთქვით. მხოლოდ შევნიშნოთ, რომ დებატები უფრო აქტიური მოსმენისა და კრიტიკული განხილვის რეჟიმს მოითხოვს. ამიტომ მუდამ შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ ერთი წუთითაც არ მისცენ საშუალება მსმენელს და მოპაექრეს ყურადღების მოდუნებისა. მუდამ იყოლიონ ისინი ფხიზლად. ესაუბრონ ნათლად, მარტივი ენით და გასაგებად.
12.     თუ დებატები კითხვების დასმასა და ჯვარედინ დაკითხვას ითვალისწინებს აქაც წინასწარ უნდა გამოვლინდეს ჯგუფის წევრთაგან თუ ვინ იზამს ამას.

კითხვების მოფიქრება და მისი საჭირო დროს დასმა ადვილი საქმე არ არის. მოპოვებული ინფორმაციის ოდენობა, მისი გაანალიზებისათვის დახარჯული დრო, მუსამზადებელ ეტაპზე საქმიანობის სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება ყველაფერი ეს მოპაექრისათვის კარგად მოფიქრებული კითხვის დასმაზე გავლენას ახდენს.  კითხვის დასმის ძირითადი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოპაექრის ყურადღება სასურველი ობიექტების, პროცესების, ფაქტებისადმი იქნას მიპყრობილი და სააზროვნო ნაკადიც სასურველი მიმართულებით შემობრუნდეს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ დებატების დროს მნიშვნელობა გააჩნია მეტყველების კულტურას. დებატების დროს დაუშვებელია ქედმაღლობა, უხეში მიმართვები. საჭირო სიმშვიდის შენარჩუნება და დებატების წესების დაცვა. ასეთ შემთხვევაში მოპაექრენი თავს ღირსეულად იგრძნობენ, რაც საკუთარი არგუმენტების ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის. ამისათვის საჭიროა:
*                    დასასმელი კითხვების ნუსხა წინასწარ შეადგინოთ
*                    ვეცადოთ ზუსტად დავიცვათ კითხვის დასმისათვის განკუთვნილი რეგლამენტი (ჩვეულებრივ 2-3 წუთი)
*                    ეცადეთ კითხვა მოპაექრე გუნდისთვის მისაღები იყოს და არ ბღალავდეს მათ ღირსებას
*                    დიდსულოვნად და მოთმინებით დაელოდეთ პასუხს. იყავით აქტიური მსმენელი ნუ შეაწყვეტინებთ წინადადებას და იმავდროულად რეგლამენტი მკაცრად დაიცავით
*                    დასვით კითხვები სწორად. კითხვა გასაგები უნდა იყოს. ეს მოპაექრს შესაძლებლობას მისცემს კონცენტრაცია გააკეთოს თვით კითხვაზე და არა მის გაშიფვრასა თუ დეკოდირებაზე
*                    კითხვები შეარჩიეთ და მარტივიდან რთულისკენ თანმიმდევრული აღმავალი მიმართულებით დასვით
*                    გააკეთეთ მოკლე ჩანაწერები პასუხებთან დაკავშირებით
*                    მოპაექრის პასუხები ახალი კითხვებისა და არგუმენტების გენერირებისათვის გამოიყენეთ

13.     პრაქტიკა. მოსწავლეები ყოველთვის დაიცავით იმგვარი მოულოდნელობისაგან, რომელიც მოუმზადებელი გამოსვლის ან ჯგუფუს წევრთა ნებისმიერი ცვლილებისაგან. ამან შესაძლოა თვით დებეტების ახლადშესათვისაბელი გამოცდილების დისკრედიტაციას და მასზე მოსწავლეების გულაცრუებას შეუწყოს ხელი. ამასთან, სთხოვეთ მოსწავლეებს, ყოველი ის მონაკვეთი, რომლის ჩამოყალიბებაც მეტ-ნაკლებად უძნელდებათ, რამდენჯერმე გადაწერონ, `გონებრივი რუკა~ შეადგინონ, მოხსენების ეს ადგილი განსაკუთრებული დეტალიზებით აღწერონ. სთხოვეთ მოსწავლეებს გაესაუბრონ თავიანთი ჯგუფის იმ მომხრეებს, რომლებიც პირველ-წამკითხველის / პირველ-მსმენელის შთაბეჭდილებას გამოამჟღავნებს დებეტებისათვის განკუთვნილი ტექსტის მიმნართ. მოდებატეებმა პირველ-წამკითხველის აზრი, მათ მიერ დასმული შეკითხვები და შენიშვნები მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ. ზიგჯერ, როცა რაიმე საკითხზე ხანგრძლივად მუშაობ შესაძლოა მხედველობიდან გამოგრჩეს ისეთი დეტალები, რომელსაც თავისთავად ვარაუდობ, მაგრამ მსმენელისათვის ამას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც `ამირანის გულში ნამღერს~.
ამ დროს მოდებატე გუნდები, რეალური დებატებისათვის ემზადებიან. წინასწარ გამოცდიან მათი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გავლენას აუდიტორიაზე, მსმენელის რეაქციებს და მათ რეაგირებას კითხვის დასმისა თუ კონტრარგუმენტაციის დროს.
14.     ამ დროს მასწავლებელი დებატების წარმართვის ტაქტიკას ორივე ჯგუფის წევრებთან ათანხმებს. განსაზღვარავს თუ ვის მიიეცემა სიტყვა პირველად, ვინ იქნება შემდეგი გამომსვლელი და სხვ.
15.     დებატების საზეიმო გახსნა. დებატები მოსწავლეთა სიტყვიერი პაექრობის უაღრესად ვნებიანი, აღმაფრთოვანებელი, სახალისო და აქტიური პროცესია
დებატები შეიძლება ქართული სამოქალაქო თუ საერთაშორისო საზოგადოების როგორც მიმდინარე ისე ეპოქალური მნიშვნელობის საკითხებზე, ან თუნდაც მოსწავლეთა მოთხოვნით, მათთვის საინტერესო თემების შესახებ გაიმართოს. დებატების თემა შეიძლება იყოს:

T       სამოქალაქო საზოგადოების შენებას ის სახელმწიფო უფრო შეძლებს, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებას ცდილობს, ვიდრე ის, რომელიც - სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებას
T       საზოგადოების განვითარებისათვის გაღებული მწერლების წვლილი აღემატება - პოლიციელებისას
T       თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზოგს კულტურისა და განათლების კერად მიაჩნია, ზოგს კი - ფაშისტების უკანასკნელ ციტადელად
T       ბავშვზე ზრუნვა უმთავრესად მშობლის მოვალეობაა და არა სახელმწიფოსი
T       თამბაქოსა და ალკოჰოლურ პროდუქციაზე რეკლამა და მათი გაყიდვა, როგორც ბავშვის საუკეთესი ინტერესების საწინააღმდეგო, უნად აიკრძალოს
T       საზოგადოება ვალდებულია იზრუნოს ღარიბებზე
T       ხელისუფლების პასუხისმგებელი პირების არჩევნებში ფული გადამწყვეტია
T       მოსახლეობის საკმაო ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს
T       საქართველომ გაეროს მიერ აგრესორ და ადამიანის უფლებათა დამრღვევ არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან არ უნდა ივაჭროს
T       მანქანის ტარების უფლების ასაკობრივი ცენზი 16  წლამდე უნდა შემცირდეს
T       სახლში ძაღლის ყოლა ჯობია - კატის ყოლას და სხვ.  

No comments:

Post a Comment