ინტერვიუ მოთხრობის ავტორთან
„ავტორისათვის კითხვის დასმა“ უშვალოდ ავტორის მიმართ ყურადღებას გულიხმობს. ამ მეთოდით ვეცადეთ ბავშვები ავტორთან დიალოგში ჩაგვერთო. ამასთან „ავტორთან კითხვის დასმა“ დისკუსიისთვის მზადებაშიც დაგვეხმარა. მოცემული ტექსტის შესახებ კითხვების დასმის საშუალებით ბავშვები ავტორთან დამოკიდებულებას იმუშავებდნენ. ტექსტი კი მათთვის უფრო პირადული გახდა. ბავშვები ინტერვიუს ენთუზიაზმით წარმართავდნენ. მათ აღმოაჩნეს, რომ წერისა და კითხვის პროცესებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია. კითხვის დასმისას წერილის შინაარსი ავტორის თვალთახედვიდან გაიხსნა, რაც ხსენებულ ტექსტში წარმოდგენილი ყველა იდეის სიღრმისეულ გააზრებაში დიდად გამოგვადგა.
- მოგესალმებით , მე ვარ X გაზეთის ჟურნალისტი თორნიკე სამადაშვილი. შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ თქვენს მოთხრობასთან - “ სარჩობელაზედ “ დაკავშირებით?
მოხარული ვიქნები თქვენი გაზეთის მკითხველებს ჩემი ხმა მივაწვდინო.
- რამ გადაგაწყვეტინათ ამ მოთხრობის დაწერა?
მოთხრობის დაწრის მიზეზი რუსული მმართველობის სიმკაცრე და სისასტიკე იყო. არ არსებობს კაცი, რომელიც არ შემცდარა. შეცდომის გამო სიკცდილით დასაჯო ადამიანი - ველურობაა. მკვლელობა, რომლიც ძმებმა ჩაიდინეს სხვა უფრო დიდი უსამართლობის შედეგი იყო. ამ უსამართლობის დამკანონებლის მიერ აღსრულებული სამართალი კი სადაოცაა და საჭვოც. რა უფლება აქვს რუსეთის სახელმწიფოს ლუკმაპურის გარეშე დატოვოს ქართველი? შემდეგ კი გამხეცებული არსების საქციელი გაარჩიოს? ეკატერინე მეორის პერიოდიდან თითქოს შეჩერდა სიკვდილით დასჯა, მაგრამ რატომღაც საქართველოში, რუსები, დასჯის ამ საშინელ ფორმას ხშირად მიმართავენ. ეს ქართველების დაშინებას ისახავს მიზნად. ამ საშინელ სანახაობაში მოსახლეობის მონაწილეობა კი სცილდება ყოველგვარ ზნეობას. ასეთი სახელმწიფოს მცხოვრებლები გულქვა და სასტიკი ადამიანები ხდებიან.
- ეფუძნება თუ არა ის ნამდვილ ამბავს?
1861 წიდან საართველოში ვარ. 1864 წლიდან ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ დავიწყე მუშაობა. 1868—1873 წლებში კი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ ვმუშაობდი. მას მერე ექვსი წელი გავიდა, მაგრამ ის ამბები, რაც იქ ვნახე მოსვენებას მიკარგავს. ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ თავადაც ბევრს სცოდავენ საკუთარი ბედოვლათობით და გულგრილობით. ის, რაც მოთხრობაში დავწერე ნამდვილად მოხდა სხვადახსვა დროს. მოთხრობა ქართველი ერის თვალის ახელას და წერა-კითხვის შესწავლასაც ისახავს მიზნად. ჩვენ აუცილებლად შევქმნით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას“ და ძალას არ დავიშურებთ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
- ამ მოთხრობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, თქვენი აზროთ რატომ მოხდა ასე? თქვენი აზრით რით მოხიბლა ამ მოთხრობამ მოსახლეობის უმეტესობა?მოთხრობაში 2 ძმის ამბავი აღვწერე. ბედის უკუღმართობამ ისინი მძარცველებად აქცია. მათი ტრაგედიის უნებლიე მომსწრე კი ერთი პატიოსანი და გულუბრყვილო გლეხი - პეტრე იყო. პეტრე, რომელმსაც სახელმწიფო ისე ჭირდებოდა, როგორც ზროხას ჭოგრიტი. მელი ეს ამბავი მწარედ სასაცილოა და ალბათ ამიტომ უყვართ ქართველებს მისი კითხვა.
- რატომ დაწერეთ ასეთი ჟანრის მოთხრობა?
ასე ვამხილე რუსული სისასტიკე და უსამართლობა. ქართველი გლეხის ბედოვლათობა და გაავებული ახალგაზრდობის უიმედო ცხოვრება.
- თქვენ ამ მოთხრობით ქართველებს ჭკუას ასწავლით?
მე ჩემი ტკივილი და განცდები მალაპარაკებს და თუ ამით ქართველი კაცი რაიმე ჭკუის სასწავლებელს მიიღებს არც ამით გაფუჭდება საქმე.
- და ბოლოს, გთხოვთ, ჩვენი ჟურნალის მკითხველებს თქვენი ავტოგრაფი უძღვნათ
https://picasaweb.google.com/113430283429746386355/ZohQn?feat=directlink
ReplyDelete