ბავშვებს დავალებად ეძლევათ მოიძიონ ანდაზები და გამოცანები, რომლებიც შეეხება: მოქმედებას, მეგობრობას, სიქველეს, მოხერხებულობას, გამჭრიახობას, მტერ-მოყვრობას, პირდაპირობას, გაბედულებას, პატიოსნებას, მოყვასის სიყვარულს, მტყვან-მართლობას, სიკვდილსიცოცხლეს.
ბავშვების მიერ მოძიებული ანდაზები.
ანდაზები
1. აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო.
2. ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო.
3. ათას უგულო მეგობარს, ერთი გულადი სჯობიაო.
4. გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
5. გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.
6. ერთ ცუდ მოყვარეს ასი მტერი სჯობიაო.
7. ერთი დამპალი ვაშლი მთელ კალათ ვაშლს დაალპობსო.
8. ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო.
9. ვაჟკაცად ისა სჯობია, ვინც თავმდაბალი და მართალიაო.
10. ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარეც იქ არის.
11. ვინც აკაკუნებს, კარს იმას უღებენო.
12. ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო.
13. თევზი თავიდან ყროლდებაო.
14. თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო.
15. კაცი კაცის წამალიო.
16. კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო.
17. კაცს საქმე გამოსცდის და ცხენს გზაო.
18. მომხდურს დამხდური უნდაო.
19. მტერმა მტრის ამბავი თუ იცის, მასთან ბრძოლა არ გაუძნელდებაო.
20. მტერს მტრულად დაუხვდი და მოყვარეს მოყვრულადო.
21. პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.
22. რაც არ გერგება, არ შეგერგება.
23. რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო.
24. როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო.
25. სადაც არ გიხნავს, იქ ვერას მოიმკიო.
26. საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო.
27. სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
28. სიბრძნე ებრძვის სიბრიყვესა უთოფოდ და უზარბაზნოდ.
29. სიმართლის ნერგი სიპ ქვაზედაც გაიხარებსო.
30. სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო.
31. სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო.
32. სოფელს დიდი თვალი და ყური აქვსო.
33. სხვისი ხელით ნარის გლეჯა ადვილიაო.
34. ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო.
35. უნამუსოს აფურთხებდნენ და იფ-იფს იძახდაო.
36. უსინდისოს უთხრეს: ფურთხის ღირსი ხარო; შემაფურთხეთ რაო, მეც ავიწევ კალთას და ჩამოვიწმენდო.
37. ფათერაკს თვალი არ უჩანსო.
38. ფუფუნებაში გაზრდილი არც თავს არგებს, არც სხვასაო.
39. ქარს დათეს, ქარიშხალს მოიმკი.
40. ყვავს ბახალა უკვდებოდა და ბუს მიუგდო – დიდი თავი გაქვს და იტირეო.
41. შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
42. ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო.
43. ციხე შიგნიდან ტყდებაო.
44. ცოდვა კაცს არ მოასვენებსო.
45. ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო.
46. ძროხას საწველი მოუტანეს და თქვა: ხარი ვარო; უღელი მოუტანეს და – ძროხა ვარო.
47. წავიდა შავი მოზვერი, მოვიდა თეთრი მოზვერი.
48. ჭკვიანი თავის თავს დაემდურება და უტვინო – სხვასაო.
49. ხე ფესვებითა დგას, კაცი მოყვრითაო.
50. ხელი ხელს ბანს და ორივენი კი - პირსაო.
ხემ თქვაო: „ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო".
https://picasaweb.google.com/113430283429746386355/ZohQn#
ReplyDelete