პაულო კოელიო: „ალქიმიკოსი“
პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.
დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილია. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.
მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს "ჟ"-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის "რამ" (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც "ჟ" მისი მასწავლებელია.
ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილია და ტარბში, საფრანგეთი.
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.
"ალქიმიკოსი"
პროლოგი
ალქიმიკოსმა ვიღაც მოგზაურის მოტანილი წიგნი აიღო. წიგნს ყდა შემოფლეთილი ჰქონდა, მაგრამ ავტორის სახელს მიაგნო - ოსკარ უაილდი, - გადაშალა და ნარცისის ამბავი ამოიკითხა.
ალქიმიკოსმა იცოდა მითი მშვენიერი ჭაბუკზე, რომელიც მთელი დღეების განმავლობაში ნაკადულში იცქირებოდა და თავის გამოსახულებით ტკბებოდა.ნარცისი ისე გაერთო საკუთარი თავის ცქერით, რომ ბოლოს და ბოლოს წყალში ჩავარდა და დაიხრჩო, ნაიპრზე კი ყვავილი ამოვიდა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.
მაგრამ ოსკარ უაილდი ამ ამბავს სხვაგვარად ყვებოდა:
"ნარცისის დაღუპვის შემდეგ წყლის ნიმფებმა - დრიადებმა - შეამჩნიეს, რომ ნაკადულის წყალი ცრემლებისგან დამლაშებულიყო.
- რა გატირებს? - ჰკითხეს დრიალებმა.
- ნარცისს დავტირი, - უპასუხა ნაკადულმა.
- არც არის გასაკვირი, - დაეთანხმნენ დრიადები, - ტყეში მომავალს ჩვენ ყოველთვის უკან მივდევდით, შენ იყავი ის ერთადერთი ვინც მის მშვენიერებას ახლოდან ხედავდა.
- ლამაზი ყო? - იკითხა ნაკადულმა.
- ეგ შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს, - გაოცდნენ ტყის ნიმფები, - დილიდან საღამომდე შენს ნაპირას იყო ჩამომჯდარი და ტალღებში იცქირებოდა.
ნაკადული დიდხანს დუმდა, ბოლოს კი უპასუხა :
- მე არასდროს შემინიშნავს. ჩემს ნაპირზე ჩამომჯდარი ნარცისის წყალში იხედებოდა და მის თვალებში ჩემი სილამაზე ირეკლებოდა".
" რა მშვენიერია " - გაიფიქრა ალქიმიკოსმა.
***
უთენია გაეღვიძა და თავს ზევით, ჩამოქცეული გუმბათიდან მოჭიატე ვარსკვლავები დაინახა. იქნება ეს ეკლესია იყო დაწყევლილი, სადაც სადიაკვნოში სიკომორო იზრდებოდა?
მან ისევე იგივე სიზმარი ნახა, რაც წინა კვირას, მაგრამ ამჯერად შეძლო იმის გარკვევა , რა მოხდა ბოლოს.
***
"ცხვრებს რა უჭირთ, ცხვრები გზას არ ირჩევენ.იქნებ ამიტომაც მეკვრებიან ასეთი მონდომებით"
ვიდრე მწყემსი მათ ანდალუსიის ნოყიერ იალაღებზე მიერეკებოდა, ისინი მისი საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ.მერე რა მოხდა, თუ დღეები ერთმანეთს ჰგავდა, თუ განთიადიდან დაბინდებამდე დრო უსასრულოდ იწელებოდა, თუ თავიანთი ხამნოკლე სიცოცხლის მანძილზე არც ერთი წიგნი არ წაეკითხათ და ეს ენაც კი არ ესმოდათ, რომელზედაც ქალაქებსა და სოფლებში ადამიანები ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებოდნენ? - მაინც ბედნიერები იქნებოდნენ, ვიდრე წყალი და ბალხი ექნებდათ. ამის სანაცვლოთ კი, ადამიანს გულუხვად აძლევდნენ მატყლს და დროდადრო - ხორცსაც.
"დღეს რომ ნადირად ვიქცე და ერთიმეორის მიყოლებით გავავლო მუსრი, მანამ ვერაფერს მიხვდებიან, სანამ ფარის დიდ ნაწილს არ გავწყვეტ, - ფიქრობდა სანტიაგო, - ისინი საკუთარი ინსტიქტებზე მეტად მე მენდობიან, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიმყავს იქ, სადაც საკვებს იპოვნიან".
***
სალიმის ხელმწიფე მელიქსედეკი
მკერდზე რაღაც ისე გაუბრწყინდა, რომ ყმაწვილი ერთი წამით დაბრმავდა კიდეც.
- მე სალიმის ხელმწიფე ვარ
შენ უნარი შეგწევს, საკუთარ ბედისწერას მისდიო.
- სიყმაწვილეში ყველა ადამიანმა იცის, რა ბედი ელის.ცხოვრების ამ პერიოდში ყვლაფერი გასაგებია და ყველაფერი - შესაძლებელი.ამიტომ არ ეშინიათ: ოცნებობენ და ისწრაფიან იმისაკენ,რისი გაკეთებაც სურთ.მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ, რომ ოცნების ასრულება შეუძლებელია. ეს ძალა არაკეთილმოსურნე ჩანს, მაგრამ,სინამდვილეში,ადამიანს მიანიშნებს,როგორ აიხდინოს ოცნება,ის ამზადებს მის სულსა და ნებისყოფას, ამქვეყნად ერთადერთი დიადი ჭეშმარიტება არსებობს: იმისდა მიუხედავად, ვინ ხარ და რას აკეთებ, თუკი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას, აუცილებლად მიაღწევ კიდეც, რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული. და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ან ქვეყნად.
სამყაროს სული ადამიანთა ბედნიერებით იკვებება. ბედნიერებით, მაგრამ ამასთან ერთად, უბედურებით, შურით და ეჭვებითაც. ადამიანს მხოლოდ ერთადერთი მოვალეობა აკისრია ამქვეყნად: ბოლომდე მიჰყვეს თავის ბედს. ეს არის მთავარი. დაიხსომე, როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
***
- ადამიანებს ჰგონიათ,რომ ძალიან ადრე ხვდებიან,რისკენ ისწრაფვიან და რაშია დაფარული მათი ცხოვრების აზრი, იქნებ ამიტომაც ადრევე ამბობენ უარს თავიანთ ოცნებებზე.
"ხანდახან ჯობია, ყველაფერი ისე დატოვო, როგორც არის",
***
ბერიკაცმა, ყელსაბიმიდან ერთი თეთრი და ერთი შავ ქვა მოიხსნა და სანტიაგოს გაუწოდა, - ამ ქვებს ურიმი და თუმიმი ჰქვია.თეთრი თანხმობას აღნიშნავს, შავი - უარს.როცა ნიშნებში გარკვევას ვეღარ მოახერხებ, ეს ქვები დაგეხმარებიან. ჰკითხე და გიპასუხებენ. მაგრამ, უმთავრესად, ეცადე, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება.
გახსოვდეს,რომ ვალდებული ხარ, ბოლომდე მიჰყვე ბედისწერას. ახლა კი ერთ პატარა არაკს გიამბობ:
*** იგავი
ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს შესასწავლად, ბრძენთან გაგზავნა შვილი. ყმაწვილი ორმოც დღეს მიაბიჯებდა უდაბნოში და ბოლოს მთის მწვერვალზე დიდებული ციხესიმაგრე დაინახა.იქ ცხოვრობდა ბრძენი.
უცნაური იყო, მაგრამ ციხესიმაგრე არაფრით ჰგავდა ბერის საყუდელს და თან ხალხით იყო სავსე: ვაჭრები საქონელს ასაღებდნენ, ყველგან ხალხი ირეოდა და საუბრობდნენ, პატარა ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა, შუა დარბაზში კი ძვირფასი საჭმლით სავსე სუფრა იყო გაშლილი.
ბრძენი აუჩქარებლად დააბიჯებდა დარბაზში და სტუმრებს ემუსაიფებოდა.ყმაწვილს ორ საათს მოუწია ლოდინი, ვიდრე მისი ჯერ დადგებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მასთანაც მივიდა ბრძენი, მოუსმინა და მოცდა სთხოვა, მაგრამ რადგან ჯერ არ ეცალა ბედნიერების საიდუმლოს ასახსნელად, ურჩია, ციხესიმაგრე დაეთვალიერებინა და ორი საათის შემდეგ დაბრუნებულიყო.
"ერთი თხოვნა მექნება შენთან, - უთხრა ყმაწვილს და ჩაის კოვზი გაუწოდა, რომელზეც ორი წვეთი ზეთი ესხა, - ეს კოვზი თან წაიღე და ეცადე არ დაგეღვაროს".
ყმაწვილმა კოვზი გამოართვა და ფრთხილად აუყვა სასახლის კიბეებს, ორი საათის შემდეგ კი კვლავ ბრძენის წინაშე წარსდგა.
"სასადილო დარბაზების სპარსული ხალიჩები მოგეწონა? ბაღში თუ იყავი და ხეები და ყვავილები თუ ნახე, რომლის გასაშენებლადაც ათ წელიწადს იშრომეს მებაღეებმა? ბიბლიოთეკაში უძველესი ფილიანტები და პერგამენტები თუ ნახე?"- ჰკითხა ბრძენმა.
დარცხვენილმა ყმაწვილმა აღიარა, რომ ვერაფრის ნახვა ვერ შეძლო, რადგან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ბრძენისგან მიბარებული ორი წვეთი ზეთი არ დაღვროდა.
"უკან გაბრუნდი და სასახლე დაათვალიერე, - უთხრა ბრძენმა, - როგორ შეიძლება, ენდო ადამიანს, თუ არ იცი, სად და როგორ ცხოვრობს".
ყმაწვილი თავის კოვზიანად ისევ სასახლის დარბაზებსა და დერეფნებს გაუყვა. ამჯერად უფრო თავისუფლად დააბიჯებდა და სასახლის საოცრებებსა და ხელოვნების ნიმუშებს ათვალიერებდა. ბაღშიც გაისეირნა, სასახლის ირგვლივ შემოჯარული მთების სილამაზითაც დატკბა და ყვავილებისა და ქანდაკებების მშვენიერი განლაგებებითაც მოიხიბლა. ბრძენთან მიბრუნებულმა, დაწვრილებით მოუთხრო, რაც ნახა.
"ის ორ წვეთი ზეთი სადღაა? მე რომ მოგაბარე?" - ჰკითხა ბრძენმა.
ყმაწვილმა მაშინღა შეამჩნია, რომ კოვზი ცარიელი იყო.
"აი, ეს არის ერთადერთი რჩევა, რომელიც უნდა მომეცა, - უთხრა ბრძენთა ბრძენმა, - ბედნიერების საიდუმლო ის არის, რომ ამქვეყნიური საოცრებებითა და დიდებულებით დატკბე, მაგრამ არც ის ორი წვეთი ზეთი დაგავიწყდეს, კოვზზე რომ გისხია".
***
ტანჟერის სიახლოვეს მდებარე სეუტა - ბროლით მოვაჭრე
მოხუცმა უპასუხა:
- მოციქულმა ყურანი დაგვიტოვა და სულ ხუთი მოვალეობა დაგვაკისრა, რომლებსაც მთელი სიცოცხლე უნდა ვიცავდეთ.მათ შორის ყველაზე მთავარია, გვახსოვდეს, რომ არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა. ოთხი დანარჩენები კი შემდეგია: დღეში ხუთჯერ ვილოცოთ, ვიმარხულოთ რამადანის თვეში, ღატაკს გულმოწყალედ მოვექცეთ... მეხუთე მოვალეობა მომლოცველობაა.
ყოველმა ჩვეგანმა, სიოცხლეში თუნდაც ერთხელ, უნდა მოინახულოს წმინდა ქალაქი მექა.
- რატომ არ გინდა მექაში წასვლა? - ჰკითხა სანტიაგომ.
- იმიტომ, რომ მხოლოდ ამაზე ოცნებით ვცოცხლობ.სხვაგვარად როგორ გავუძლებდი ერთმანეთს დამსგავსვებულ ამ დღეებს, საქონლით სავსე ამ თაროებს და სადილებსა და ვახშმებს იმ საზიზღარ დუქანში? იმის მეშინია, რომ თუ ოცნება ამისრულდება, აღარც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი. შენ კი პირამიდების ნახვაზე ოცნებობ, და ჩემგან განსხვავებით, ამ ოცნების ასასრულებად იბრძვი.
??? "დღეიდან ჩემს ნაცნობ ადგილებს ვუბრუნდები ცხვრების სამწყემსად",
??? "იქნება აჯობებს, ბროლის ვაჭარს მივბაძო - მთელი სცოცხლე მექაზე ვიოცნებო და გზას არასოდეს დავადგე?" -
*** ”მე მუდამ იმათ გვერდით ვარ, ვინც თავის ბედისწერას მისდევს", - მელიქსედეკის სიტყვები.
დამატებითი საინფორმაციო მასალა:
ოსკარ უაილდი
Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde (16.10.1854 – 30.11.1900) - ინგლისელ-ირლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული მის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭერმეტყველებით.
ოსკარ უაილდის მამა ცნობილი ირლანდიელი ქირურგი გახლდათ, მას მთელს დუბლინში მუსუსი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი და როგორც ირკვევა უამრავი უკანონო შვილის მამაც გახლდათ.... ხოლო მისი ცოლო, უაილდის დედა ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავდა. 1864 წელს სასამართლოში გამოირკვა, რომ სერ უილიამ რობერტ უილზ უაილდს რომანი ჰქონდა გაბმული საკუთარ პაციენტებთან, ხოლო მოსამრთლის კითხვაზე თუ როგორ უყურებდა ამ ყველაფერს ლედი ფრანცისკა უაილდი, ოსკრის დედამ უპასუხა, რომ ეს მისთვის უბრალო წვრილმანი იყო.....
უალდების ოჯახში ხშირად იკრიბებოდა დუბლინის ნარჩევი საზოგადოება თავისი თეატრალიზებული მანერებით, მაღალფარდოვანი სიტყვებით და ყალბი ჰაერით. სწორედ ამ გარემოში იზრდებოდა პუტკუნა და განებივრებული ოსკარ ფინგალ ო' ფლაერტ უილზ უაილდი. საუთარ თანატოლებს ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა, რა გასაკვირია, რომ უაილდს ვერცერთი ბავშვი ვერ იტანდა. ერთხელ ამაყი ნაბიჯით მიმავალ ოსკარს ბიჭები თავს დაესხნენ,, ხელ-ფეხი გაუკოჭეს და მაღალ გორაზე მიაათრიეს.. კარგად დასისხლიანებულმა და ნაცემმა ოსკარ ფინგალ ო' ფლაერტ უილზ უაილდმა აღტაცებული ბიჭის პოზა მიიღო და განაცხადა- "რა ლამაზი ხედი იშლება აქედან" ამაზე გაღიზიანებულმა ბიჭებმა ერთი ორი კარგად მოსცხეს, თუმცა უაილდი არ შეშინებულა და ისევ ჩვეული ცინიზმიიტ აგრძელებდა მათ დაცინვას... ოსკარ უაილდს ბავშობიდანვე ჩამოუყალიბდა მაღალი საზოგადოების სიყვარული, რომლის გარეშეც იგ შემდგომში ვეღარ ცოცხლობს...
უაილდი გამორჩეული ორატორი გახლდათ, შეუძლებელი იყო მის საუბარს არ მიეზიდა ადამიანი"უაილდი თავისუფლად ფლობდა მაგიდასთან საუბრის ყოველგვარ სტილს,შეეძლო სურვილისამებრ გამოეწვია, ხან უდარდელი ღიმილი მსმენელისა, ხან ცრემლები, საოცრად ცოცხალი მჭერმეტყველებით, თავაწყვეტილი გროტესკებით და უცნაური ფარსით შეეძლო გამოგონებულ, ფანტასტიკურ სამყაროში გადაესროლა, გული აეჩვილებინა, თავშეკვებული ხარხარი გამოეწვია.."(ჰეკეტ პირსონი) სწორედ ამ ორატორობის მეშვეობით ამოყო უაილდმა თავი საპყრობილეში.
პრემიერ მინისტრ ჰერბერტ ჰენრი ასკიტთან გამართულ"მომხიბვლელ საუზმეზე" ოსკარ უაილდმა მრავალჯერ აგემა მარცხი ცხარე კამათის დროს მასპინძელს.. რამდენიმე თვის შემდგომ უაილდი საპატიმროში გაგზავნეს( არსებობს სხვა ვერსიაც, სსადაც უაილდს ასკვიტის ვაჟდთან ქონდა სექსუალური კავშირი) თუმცაღა გენიალური ორატორი იქაც კი აჯადოებდა პატიმრებს საკუთარი შესაძლებლობებით..
სულ მალე უაილდმა უდიდესი ესთეტის სახელი მოიხვეჭა,ოსკარ უაილდი საზოგადოებაში საკმაოდ ექსცენტრიული სახელით წარსდგა... მისი ჩაცმულობა ყოვლად მიუღებელი და გადატრიალების ტოლფასი იყო იმდროინდელ ევროპაში-მხრებამდე ცამოშლილი კულულები,შარვალი მუხლებამდე,შავი გრძელი წინდა და ოქროსფერ პიჯაკზე დაკოსებული მზესუმზირა...აი ოსკარ უაილდის მაშინდელი სახე და ალბათ პროტესტის ფორმაც, ოსევდაისევ დამცინავი ტონი საზოგადოებისადმი. უალდის გარშემო განვითარებული სკანდალები ამერიკისთვისას საკმაოდ საინტერესო გახდა, სადაც მიიწვიეს კიდევაც, ზასღვარზე მას კითხეს რაიმე საშიში ნივთი ხომ არ გადაქონდა რაზეც უაილდმა მიუგო- "არაფერი გარდა გენიოსობისა" უაილდი ის ადამიანი იყო ვინც საკუთარი თავის ფასი იცოდა....
მისი ნაწარმოებები მსოფლიო ლიტერატურის კლასიკას მიეწერება" დორიან გრეის პორტრეტი" მისი შესანიშნავი პოემა "რიდინგის ციხის ბალადა" რომელიც ციხეში შეიქმნა, პოემა რომელიც ნებისმიერ სულიერს შეძრავს და გადარევს...
თუმცაღა მის ზღაპრებს ვერაფერი შეედრება , ზღაპრებს რომელთაც სამყაროს სრულებით ახლი გააზრება შეუძლიათ...
წყარო: www.literatura.ge
გამონათქვამები
T საზოგადოება დანაშაულს მოგიტევებთ, ოცნებას - არა.
T ჩვენ ყველანი მუხლამდე ტალახში ვდგავართ, მაგრამ ზოგი ხომ აჰყურებს ვარსკვლავებს ცაში.
T მოვალეობა ის არის, რასაც სხვათაგან მოითხოვენ და არა ის, რასაც თვითონ აკეთებენ....
T მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის.
T ჩვენ ვცხოვრობთ ხანაში, როცა ყველაფერი არასაჭირო ჩვენი ერთადერთი საჭიროებაა.
T მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ.
T მოხუცებს ყველაფერი სჯერათ, ხანშიშესულებს ყველასა და ყველაფერში ეჭვი შეაქვთ, მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან ყველაფერი.
T ცხოვრება ყველაზე იშვიათი რამაა დედამიწაზე. ხალხის უმეტესობა უბრალოდ არსებობს.
სიკვდილი ხშირად ბევრით სჯობს ეჭვით ესოდენ ნაწამები სულის დაუსრულებელ შფოთვას.
https://picasaweb.google.com/113430283429746386355/XcsrhI?feat=directlink
ReplyDelete